ზაზა ფაჩულიას 10 ქულა და "გოლდენ სტეიტის" გამარჯვება "იუტასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
3 მაისს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს პლეი ოფში "იუტა ჯაზს" უმასპინძლა და ანგარიშით 106:94 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით "უორიორსი" სერიაში დაწინაურდა - 1:0.

ქართველი ცენტრი, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საერთო ჯამში 14 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 10 ქულა, 1 მოხსნა და 1 ბლოკი მიითვალა. ზაზამ 4-დან 3 ორქულიანი  და 4-დან ოთხივე საჯარიმო ჩააგდო.
იხილეთ ვიდეო: ზაზა ფაჩულიას 10 ქულა იუტასთან მატჩში
Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ 10 ქულა და მეტი მხოლოდ სასტარტო ხუთეულის მოთამაშეებმა მოიპოვეს. დრეიმონდ გრინმა და
კევინ დურანტმა 17-17 ქულა მოიპოვეს, კლეი ტომპსონმა კი 15 ქულა ჩააგდო. ყველაზე მეტი, 22 ქულა კი სტეფ კარის ანგარიშზეა.
იხილეთ ვიდეო: იუტა-გოლდენ სტეიტი 94:106
Sportall.Ge

გამოსარჩევი ფაქტია, რომ შეხვედრაში ორმაგი დუბლი არავის გაუფორმებია.

ფაჩულიას გუნდი მორიგ მატჩს შინ 5 მაისს, ჩვენი დროით 06:30 საათზე გამართავს.

დღის მეორე შეხვედრაში "ბოსტონმა" "ვაშინგტონს" უმასპინძლა და ოვერტაიმში ანგარიშით 129:119 დაამარცხა. ყველაზე მეტი, 53 ქულა აიზია ტომასმა მოაგროვა, სტუმართა მხრიდან კი ჯონ უოლმა 40 ქულა ჩააგდო. ამ გამარჯვებით "სელტიქსი" სერიაში 2:0-ს იგებს.
მკითხველის კომენტარები / 20 /
მაგარი ხხარ ზაზა
gio
04 მაისი 2017 08:31
0
... ყველა მოზგოვისტებმა ზაზას... რა ხეპრე და ქართველთმოძულე უნდა იყო ადამიანი, რომ ვერ დაინახო ზაზამ როგორ აჯობა გობერტს, ფრანგმა ქულები აკრიფა, როცა ზაზა არ იყო პარკეტზე. თითქმის ყველა დუელი მოუგო, ასე მგონია ესენი საერთოდ არ უყურებენ შურის გამო ზაზას თამაშს და ბოღმით მერე წერენ რაღაც აბდაუბდას...
Bavaria
03 მაისი 2017 17:31
0
მოდით ვიყოთ ლოგიკურები - გოლდენს სტეიტის ფანების ნაწილი და ზოგიერთი გურჯი ამბობს რომ ზაზა სუსტი და უსარგებლოა - ფაქტი 1. ზაზა სასტარტოა. 2. ზაზა უშუალო ვიზავიზე ნაკლებს თამაშობს და მონაგარი მეტი აქვს. 3. ზაზას გუნდი იგებს. - ტქვენ თუ სტივ კერიზე მეტნი ხართ ააშენთ გუნდი, აიყვანეტ მოტამაშეები და გახდით ჩემპიონი...
ნნ
03 მაისი 2017 17:02
0
აქ ზოგიერთები მხოლოდ იმიტომ წერთ კომენტარებს რომ ზაზა გააკრიტიკოთ??? 1.ადამიანი ერთერთი საუკეთესო გუნდის სასტარტოს წევრია მთელი წლის მანძილზე და დავიჯერო ვინც ათამაშებს იმან არ იცის რა ხდება? 2.მოთამაშე მარტო დაგროვილი ქულებით არ ფასდება, ბევრ სხვა კომპონენტსაც მოიცავს ზოგადად კალათბურთი. 3. გობერის მონაგარი რითია უკეთესი ზაზასაზე? თუ იცით მაგარია, (თითქმის სამჯერ მეტი დრო ითამაშა). 4. საკუთარის დაფასება რომ უკეთესად ვიცოდეთ ბევრად კარგი იქნება.
ალეკო
03 მაისი 2017 16:22
0
ეგ სარგებლიანობის კოეფიციენტი არაა. ეგ ნიშნავს რომ ფაჩულიას მოედანზე ყოფნის დროს გოლდენ სტეიტმა 6 ქულით მეტი ჩააგდო იუტაზე. როგორც წესი, როცა გუნდი იგებს მისი მოთამაშეების უმეტესობას ეგ მონაცემი პლიუსში აქვს.
zaza-s
03 მაისი 2017 16:17
0
ვერ ვხვდები, რატომ უნდა ვიყო კაცი და რატომ უნდა ვიყო შენიღბული? ქალი ვიქნები თუ კაცი, ამით რაიმე იცვლება? მაგრამ შენ კიდე ერთი შენებური დასკვნა დადე :)
ნათია
03 მაისი 2017 16:08
0
ვახო და ნათია ერთი და იგივე რუსეთუმე ტროლია, თამაშისთვის არც უყურებია, უბრალოდ ქართველების ძაგებით იფხანს თავის რუსეთუმულ სულს.
ზაზას
03 მაისი 2017 15:59
0
ყველაზე მთავარი გამოგრჩა ტროლი!!!
ყველაფერი უარყვე მთავარის გარდა და სწორედ მანდ ჩაიჭერი.
ქალის ნიკში შენიღბული კაცი ხარ მეთქი, ეს პირველ რიგში უნდა გეარყო, რაც არ გაგიკეთებია. :)))))))))))))))))
ნათია-s
03 მაისი 2017 15:35
0
Vaxo. სად ნახე რომ გობერტმა ზაზას მიუგო დუელი? ჯერ ერთი გობერტმა 30 წუთი ითამაშა. ზაზამ 14. როცა ზაზა მოედანზე იყო გობერტმა მხოლოდ 4 ქულა აიღო, თუ არ ვცდები. და მესამე თუ გინდა ერთმანეთს შეადარო, მაშინი მათი სარგებლიანობის კოეფიციენტენი შეადარე და ნახავ რომ გობერტს აქვს -3. ზაზას 6. ასერომ ზაზამ მოუგო დუელი.
ზაზა
03 მაისი 2017 15:15
0
ზაზამ მშვენიერი მატჩი ჩაატარა და გორდონმა მხოლოდ იმიტომ აჯობა სტატისტიკით რომ 20 წუთით მეტი ითამაშა
ილია
03 მაისი 2017 15:07
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული