"როკის" ქართველი გამთამაშებელი, გიორგი ცინცაძე სათადარიგო იყო. მან 19 წუთში 4 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. "როკი"-"ვენტსპილსის" მეორე მატჩი ტარტუში 17 მარტს გაიმართება. სერია ორ მოგებამდეა.
რეალი
ნიკა ცქიტიშვილის "ლაგუნ არომ" მადრიდის "რეალს" უმასპინძლა. მატჩი თავიდან ბოლომდე თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და ძირითადი დრო ასევე დასრულდა - 76:76.
ოვერტაიმში ბასკებმა მადრიდელებს ღირებული წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და საბოლოოდ 78:88 დამარცხდნენ.
მწვრთნელმა, პაბლო ლასომ ცქიტიშვილი 3 წუთი ათამაშა. ცხადია, ამ დროში ნიკამ სტატისტიკის შევსება ვერ მოახერხა. მატჩის ბომბარდირი "ლაგუნ აროს" ფორვარდი ენდი პანკო გახდა - 31 ქულა.
.