სან ანტონიოს პოლიცია უარყოფს, რომ ზაზა ფაჩულიას ნარკოტიკების "ჩადებით" დაემუქრნენ

AutoSharing Option
"ტვიტერზე" სან ანტონიოს პოლიციის დეპარტამენტის ყალბმა ექაუნთმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ტეხასური გუნდის ფანებში.

საქმე ისაა, რომ Bleacher Report-ის სტატიას ზაზა ფაჩულიასა და კავაი ლეონარდის ინციდენტზე გამოეხმაურა "სან ანტონიოს პოლიცია" ექაუნთიდან @SAPDepartment:

"არასოდეს იცი, რა შეიძლება მოხდეს. ძალიან სამარცხვინო იქნება, ზაზა ფაჩულიას თუ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ აღმოაჩენენ".

ეს "მუქარა" ათასობით ფანმა დაიჯერა და ტექსტი გააზიარა სოციალური მედიით.

საქმე იქამდე მივიდა, რომ სან ანტონიოს პოლიციას ოფიციალურად მოუწია უარყოფა, რომ მუქარა მათი დაწერილი არ არის.

ზაზა ფაჩულია სან ანტონიოში ყველაზე საძულველ პირად
იქცა. ქართველი ცენტრი იძულებული გახდა, დაებლოკა კომენტარები "ინსტრაგრამის" გვერდზე, თუმცა "სან ანტონიოს" ფანებმა კლეი ტომპსონის "ინსტაგრამი" აიკლეს, ფოტოზე, სადაც ზაზა და კლეი თევზაობით ერთობიან.
მკითხველის კომენტარები / 6 /
სან ანტონისო ფანებმა უნდა გვაჯობონ, მაგთმა არ იციან ვის გადაეყარნენ და რა გიჟ ვრაცუები ვართ, ეხლავე ორგანიზებულად შევდივართ სან ანტონიოს ფანების გვერდებზე და ჯერ კულტურულად ვეკითხებით "ჰევ იუ ინსაიდ?"
0
როგორ დავეხმაროთ.სან-ანტონიოს ფანებს ვუყვიროთ "მოიდა მამალი" /ანეგდოტიდან/. თუ ტეხასს ომი გამოუცხადოთ.
მაგრები ვართ
09:39 19-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული