გიორგი ცინცაძის თანაგუნდელებმა პირველი ტაიმი მხოლოდ 10 ქულის სხვაობით მოიგეს, მეორე ნახევარში კი სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და საბოლოოდ 33-ქულიანი სხვაობითაც იმარჯვეს.
სტუმართა შორის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი გამთამაშებელი იყო. მან 20 წუთში (სასტარტო) 16 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი შეასრულა. 12 ქულა გიორგიმ სამქულიანი ტყორცნებით მოაგროვა: 7-დან 4 სამიანი, 3-დან 1 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო.
ესტონეთის პირველობის სატურნირო ცხრილს სათავეში "კალევი" (28 გამარჯვება) უდგას, თუმცა მას "ტარტუ როკზე" (26 მოგება) ორით მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. "როკერები" სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი მატჩისთვის ემზადებიან - ბალტიის ლიგაზე 17 მარტს "ვენტსპილსს" უმასპინძლებენ. მოგების შემთხვევაში გადამწყვეტი მესამე მატჩი დაინიშნება. სერია ორ გამარჯვებამდეა.
.