თორნიკე შენგელიას დამაჯერებელი თამაში "პეპინსტერის" მესამეადგილოსან "მონსთან" გამარჯვების საწინდარი გახდა. ამ მოგებით პეპინსტერელებმა გასავარდნ ზონას დააღწიეს თავი. მათ 7 მოგება მოუგროვდათ და მეშვიდე ადგილზე ავიდნენ, ხოლო ბოლოსწინა პოზიციაზე მყოფ "ლიეჟს" ერთით ნაკლები გამარჯვება უწერია.
"პეპინსტერმა" "მონსთან" მთელი შეხვედრა სტაბილურად ჩაატარა, მეორე და მესამე პერიოდებში მეტოქე 15 ქულით ჩამოიტოვა, ხოლო ბოლო რაუნდში მონსელებს თამაშის შემოტრიალების უფლება არ მისცა.
თორნიკემ მართალია მხოლოდ 14 წუთი ითამაშა, მაგრამ თანაგუნდელთა შორის გამორჩეული იყო: 11 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა. შენგელიამ 4 ორქულიანი, 1
სამიანი და 2 საჯარიმო ისროლა და მხოლოდ ერთი ორქულიანი გააცუდა. მისმა მარგიქმედების კოეფიციენტმა 17-ს უწია, ამ მაჩვენებლით ორით ჩამორჩა თანაგუნდელ რაშუან ფრიმენს, რომელმაც 14 ქულას 7 მოხსნა შეუწყვილა.
"პეპინსტერი" მომდევნო შეხვედრას 18 მარტს ჩაატარებს, სატურნირო ცხრილის შუაში მყოფ "ოოსტენდეს" ეწვევა.
.