ბოისა-შერმადინი ფინალურ ოთხეულს უმასპინძლებენ

AutoSharing Option
ადრიატიკის ლიგის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ფინალური ოთხეულის მატჩებს სლოვენიის დედაქალაქმა ლიუბლიანამ უმასპინძლოს. ნახევარფინალები 19 აპრილს გაიმართება, ხოლო ფინალი - 21-ში.

სადღეისოდ ნახევარფინალში თამაშის უფლება სამ გუნდს აქვს მოპოვებული: სლოვენიის "ოლიმპიას" (16 მოგება), ასევე სლოვენიის კრკა-ს (17) და სერბულ "პარტიზანს" (17). მეოთხე ნახევარფინალისტის ვინაობა რეგულარული ეტაპის ბოლო ტურში გაირკვევა - ფინალურ ოთხეულში ან ჩერნოგორიის "ბუდუჩნოსტი" ითამაშებს, ან ხორვატიის "ზაგრები". მათ 14-14 გამარჯვება უწერიათ. ბოლო ტურში "ბუდუჩნოსტი" ჩეხეთის "ნიმბურკს" უმასპინძლებს, ხოლო "ზაგრები" - სერბეთის "ცრვენა ზვეზდას". ამავე ტურში სლოვენიის "ოლიმპია" "რადნიჩკის" უმასპინძლებს (16
მარტს).

მომავალ მატჩებზე ვრცლად ვილაპარაკეთ, თუმცა არ უნდა გამოგვრჩეს "ოლიმპიას" ბოლო შეხვედრა, რომელიც წარუმატებელი გამოდგა როგორც გუნდისთვის, ასევე ქართველი ოლიმპიელებისთვის. სლოვენიელებმა სერბეთში "ცრვენა ზვეზდასთან" თამაში პირველივე მეოთხედიდან ვერ ააწყვეს (12:26 ჩამორჩნენ) და მატჩის ბოლომდე არ მისცემიათ თუნდაც დაწევის შანსი. საბოლოოდ 92:70 სერბების სასარგებლოდ.

ვლადიმერ ბოისაც და გიორგი შერმადინიც სათადარიგოები იყვნენ. ვოვამ 17:30 წუთი ითამაშა, 2 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა.

შერმადინმა მოედანზე 8:30 წუთი გაატარა. არ გეგონოთ, მწვრთნელმა დრო ისევ შეუმცირა - გიორგიმ ხუთი ჯარიმის გამო შეხვედრა ნაადრევად დაასრულა. მისი მონაგარი ასეთი იყო: - 4 ქულა, 3 მოხსნა, 1 დაფარება. ორივე ქართველმა ორქულიანები ასპროცენტიანი სიზუსტით ისროლა: გიორგიმ 2 ჩააგდო, ბოისამ - 1.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული