ზაზა ფაჩულიას ჭიდაობაში ოთხი კლივლენდელიც ვერ მოერია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"გოლდენ სტეიტსა" და "კლივლენდს" შორის გამართულ, NBA-ს ფინალური სერიის მეოთხე მატჩის ერთ ეპიზოდში, ზაზა ფაჩულიამ ნამდვილი ჭიდაობა გაუმართა მეტოქე გუნდის კალათბურთელებს, ზედმეტად აქტიურ იმან შამპერტთან კი ქართველი წაკინკლავდა კიდეც.

- ჩემპიონობა გადაიდო - ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" კლივლენდში წააგეს [VIDEO]

შეხვედრის მესამე მეოთხედში "გოლდენ სტეიტის" შეტევის დროს ქართველმა ცენტრმა მეტოქოს ფარიდან ბურთი მოხსნა თუ არა, უმალ "კლივლენდის" სამი კალათბურთელის გარემოცვაში აღმოჩნდა. ზაზამ წონასწორობა დაკარგა, პარკეტზე დაეცა, მაგრამ ბურთს ხელი მაინც არ გაუშვა და მეტოქეებს ჭიდაობა გაუმართა. მათგან განსაკუთრებით აქტიური
სწორედ შამპერტი იყო, რომელმაც ფაჩულიას რისხვა დაიმსახურა.

საბოლოოდ სიტუაცია მსაჯებმა განმუხტეს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის დროით 10 ივნისს გამართულ სერიის მეოთხე შეხვედრაში "კლივლენდმა" "გოლდენ სტეიტი" ანგარიშით 137:116 დაამარცხა.
მკითხველის კომენტარები / 40 /
გაჩემპიონება საკუთარ დარბაზში, საკუთარ გულშემატკივრებთან სჯობს !
ALONZO
21:18 10-06-2017
0
"გოულდენი" მოიგებს და ზაზა ჩემპიონი გახდება!!!...
არტაგი
21:23 10-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული