ზაზა ფაჩულია: საქართველო, ეს გამარჯვება შენთვის არის!

AutoSharing Option
NBA-ს ჩემპიონი ზაზა ფაჩულია გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. "გოლდენ სტეიტის" ქართველმა ცენტრმა "კლივლენდთან" ფინალური სერიის მოგების შემდეგ აღნიშნა, რომ სეზონი მძიმე იყო და ფინალში გამარჯვებაც რთული აღმოჩნდა.

- ზაზა ფაჩულია საქართველოს დროშით NBA-ს ჩემპიონობას ზეიმობს [VIDEO+PHOTO]

"სიტყვები არ მყოფნის! ეს არის დაუვიწყარი დღე ჩემს ცხოვრებაში. მადლობელი ვარ, რომ მომეცა იმის საშუალება, რომ ჩემი ქვეყანა წარმომედგინა. გილოცავთ ყველას და ყველას დიდი მადლობა, ვინც გვერდში მედექით.

ძალიან რთული სეზონი იყო, ძალიან რთული იყო მოგება, მაგრამ ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ.
ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან ვამაყობ, რომ ქართველი ვარ! საქართველოში ჩამოვა თასი და საქართველოში ჩამოვა ბეჭედი... საქართველო, ეს გამარჯვება შენთვის არის!

ეს იქნება მოტივაცია ახალგაზრდებისთვის. ეს დასაწყისია და კიდევ ბევრი მსოფლიო ჩემპიონი გვეყოლება კალათბურთში და არამხოლოდ კალათბურთში", - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

ზაზა ფაჩულია ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2016/17 წლების ლიგის ჩემპიონია.

ქართველი კალათბურთელის გუნდმა "გოლდენ სტეიტმა" ოკლენდში 13 ივნისს გამართულ ფინალური სერიის მეხუთე მატჩში "კლივლენდ კავალიერსი" ანგარიშით 129:120 დაამარცხა, სერია 4:1 მოიგო და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, ვინც მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგის გამარჯვებული გახდა, რაც უდიდესი წარმატებაა მთლიანად ქართული სპორტის მასშტაბით.
მკითხველის კომენტარები / 35 /
გილოცავ საქართველოვ!!!ჩვენი კალათბურთის გამარჯვებაა..ქორქია,უგრეხელიძე,საკანდელიძე,ლეჟავა,მაღალაშვილი,დერიუგინი,დარსაძე...ყველა გახარებულია,წასულიც და მომავალიც...აღორძინდი საქართველო,გაიმარჯვე საქართვლო,კიდევ ერთი სიხარული...კიდევ მრავალჟამიეროო..
ელია ღოლოვნელი
13 ივნისი 2017 17:12
0
ზაზა და მამუკა ქართული სპორტის, კაცობის და ქართველობის მინავლებული ცეცხლის, საუკეთესო წარმომადგენლები არიან.
გულშემტკივარი
13 ივნისი 2017 15:29
0
გილოცავ ჯერ შენ, ზაზა და მერე ქართულ ჯიშს. ეს ჩვენი გამარჯვებაა.
ერთი ქართველი
13 ივნისი 2017 15:16
0
არასოდეს ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ეს შენ საქართველოსთვის და ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის გააკეთე. წინ ქართველებო, უფრო დიადი წარმატებებისაკენ.
zazas
13 ივნისი 2017 14:57
0
ეს მართლაც ძალიან დიდი გამარჯვებაა როგორც ზაზასთვის ისე მთელი ერისთვის!!! NBA-ის ჩემპიონი გვყავს ქართველებს!!!საამაყო ქართველი!!
333
13 ივნისი 2017 14:20
0
გ ი ლ ო ც ა ვ ზ ა ზ ა !!!!!! და ვულოცავ მთელ საქართველოს !!!! უდიდესი წარმატებაა იყო ჩემპიონი მსოფლიოს საკალათბურთო ვარსკვლავებით გაძეძგილ გუნდთან ერთად და არა მარტო თანაგუნდელებთან არამედ ყველა ქართველთან ერთად !!! ჩვენც ხომ ჩემპიონები გავხდით შენი გულშემატკივრები ზაზა ! სამშობლოს დროშა რომელიც შენ მაღლა აწიე ყველა საქართველოს მოქალაქის ალამია ზე აღმართული !!! .
დავითპაპა
13 ივნისი 2017 14:01
0
საქართველოს მომავალი ვიცეპრემიერმინისტის კანდიდატიც გახდა ავტომატურად
Vova
13 ივნისი 2017 13:38
0
გილოცავთ ყველას, ვიაც გაგ(ვ)იხარდა(თ)!!!
ნათია
13 ივნისი 2017 13:35
0
ოდალა სად ხარმ შხამებს რომ ანთხევდი მთელი წელი
dato
13 ივნისი 2017 13:26
0
vaxo-s-ს. vaxo ვინაა ან რა მოხელე ჩიქვანაა. ან რა მოსატანია აქ!!! ვიზეიმოთ და გავიხაროთ ზაზას წარმატებით.
fridon
13 ივნისი 2017 13:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული