საშიში არაფერია - სანიკიძე "ვარეზესთან" ითამაშებს!

AutoSharing Option
ვიქტორ სანიკიძემ იტალიის "ოლ სტარში" კოჭის ტრავმა მიიღო. ექიმებმა ქართველს გამოკვლევა გუშინ ჩაუტარეს და ჩვენთვის სასიამოვნო დასკვნა დაწერეს: სანიკიძეს ტრავმა სერიოზული არ არის და შეუძლია გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგეს.

ამ ამბავმა ძალიან გაახარა "ვირტუსის" გულშემატკივრები და ხელმძღვანელობა, რადგან კვირას, 20 მარტს "ვარეზესთან" მატჩში ვიქტორის გამოკლება მოგების შანსებს საგრძნობლად შეამცირებდა. არადა, "ვირტუსი" სადღეისოდ სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა (12 მოგება) და კვალში "აველინო" უდგას (11 გამარჯვება). მომდევნო 4 კლუბს 10-10 მატჩი აქვთ მოგებული...

ვარეზესთან ბოლონიელები მაინც შესუსტებული შემადგენლობით გავლენ - წინა ტურში
მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო სასტარტო გამთამაშებელმა ჯუზეპე პოეტამ, რომელსაც ოპერაცია დასჭირდა. ექიმების თქმით, იგი მინიმუმ ერთი თვე ვერ ითამაშებს.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული