ზაზა ფაჩულია და "უორიორსის" კალათბურთელები ჩემპიონობას ლას ვეგასში ზეიმობენ [PHOTO]

AutoSharing Option
ბოლო სამ სეზონში NBA-ს ტიტულის მეორედ მოგებისა და ოკლენდში გამართული საჩემპიონო აღლუმის შემდეგ "გოლდენ სტეიტის" კალათბურთელებისთვის გართობის დრო დადგა - გუნდი ლას ვეგასში გაემგზავრა.

"უორიორსთან" ერთად ლას ვეგასში კლუბის მფლობელები ჯო ლეიკობი და პიტერ გაბერი გაემგზავრნენ. გუნდი ლას ვეგასში კერძო თვითმფრინავით გადაფრინდა.

მოთამაშეთა შორის, რომლებიც ლას ვეგასში გაფრინდნენ, არიან ზაზა ფაჩულია, დრეიმონდ გრინი, კლეი ტომპსონი, კევინ დურანტი და სხვები...

კალათბურთელებმა მოიარეს კაზინო, ღამის კლუბი, ბიჩკლუბი. მათ აჩუქეს ბოთლები, რომლებზეც მათი გვარებია ამოტვიფრული. "უორიორსის" კალათბურთელებს შეხვდა რეპერი G-Eazy.

შაბათ საღამოს ისინი
ლას ვეგასში პროფესიული კრივის მატჩსაც დაესწრნენ. საღამოს კი ისინი წვეულებაში დაპატიჟეს. მოკლედ, ჩემპიონები ჩემპიონურად ერთობიან.

Sportall.Ge
ასე დახვდნენ "უორიორსის" კალათბურთელებს

Sportall.Ge
ვისკის ბოთლები საჩუქრად "უორიორსის" კალათბურთელებს

Sportall.Ge
საღამოს, წვეულებაზე...
მკითხველის კომენტარები / 7 /
Zaza tu ara, sxva vin imsaxurens dasvenebas da yvelanair siketes? ixaros man da misma ojaxma da mudam warmatebeni jqondet mat....
Joni
20 ივნისი 2017 15:22
0
ეტყობა გამომრჩა, არ დამზარდეთ და გამანათლეთ - ნბა-ში წლეულს ვინ გახდა რეგულარულის MVP?
მერაბი გ.
20 ივნისი 2017 11:13
0
ულევი წარმატებები და სიხარული მის ლამაზ ოჯახს
იზა
20 ივნისი 2017 09:56
0
მეამაყება ეს კაცი
Miriani
20 ივნისი 2017 08:10
0
აბა რაა, ვენაცვალე ფაჩულიას, ვინ უნდა იგულაოს აბა, თუ არა ზაზამ!
Bavaria
19 ივნისი 2017 17:56
0
ისეთი მოუხელთებელი ჯო გახდა რომ, გაჩემპიონების შემდეგ ვერც ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა ვერ დაიჭირა და ინტერვიუ ვერ ჩამოართვა?
საინტერესოა რას იტყვის სამომავლო პერსპექტივებზე.
tanto
19 ივნისი 2017 15:33
0
ვინც რა უნდა თქვას ზაზას ჩემპიონობა სეზონის საუკეთესო მოვლენაა ქართულ სპორტში, ღმერთმა იცის კიდევ როდის ვეღირსებით ნბა-ს ბეჭედს(თუ გაისად ისევ არ მოიგო გოლდენმა)
ლევანტო
19 ივნისი 2017 15:03
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული