"გოლდენ სტეიტმა" კიდევ ორი თავისუფალი აგენტი დაიმატა - მცველი ნიკ იანგი (5,2 მილიონი დოლარი) და მსროლელი ომრი კასპი (2,3 მლნ). ასე რომ, გუნდს განაცხადში მხოლოდ ორი თავისუფალი ადგილი დარჩა და, დიდი ალბათობით, ახლა ზაზა ფაჩულიას ჯერია.
ნაკლები შანსია, რომ "გოლდენ სტეიტი" მასაც დაიტოვებს და კიდევ ერთ ცენტრ ჯაველ მაკგის, ორივეს
ამერიკელი ჟურნალისტები ნიკ იანგის დამატების შემდეგ ხუმრობის ხასიათზე დადგნენ - რეგულარული სეზონი მოსაწყენი გახდება, რადგან "უორიორსი" 82:0 სერიას გაახერხებსო.