ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტში" კიდევ ერთი წლით დარჩა

AutoSharing Option
USA TODAY-ის NBA-ს რეპორტიორი სემ ემიკი "ტვიტერზე" პირველი ავრცელებს ცნობას, რომ ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტს" შეუთანხმდა და კიდევ ერთი წლით ჩემპიონთა რიგებში დარჩა.

ჟურნალისტის მტკიცებით, ქართველმა ცენტრმა კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის სანაცვლოდაც 3,5 მილიონ დოლარს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ზაზას ხელფასი შარშან სეზონში 2,9 მილიონი დოლარი იყო.

ასე რომ, "გოლდენ სტეიტის" შემადგენლობა თითქმის დაკომპლექტდა, თავისუფალი მხოლოდ ერთი ადგილია.

33 წლის ფაჩულიას მონაგარი საჩემპიონო სეზონში ასეთია - 18,1 წუთი: 6,1 ქულა, 5,9 მოხსნა და 1,9 პასი.
მკითხველის კომენტარები / 23 /
ძალიან სასიამოვნო სიახლეა. წარმატებები ზაზას! ამაზე უკეთესი, ალბათ, მხოლოდ ის იქნებოდა, რომ სხვა გუნდში გადასულიყო და ახლა იქ გამხდარიყო ჩემპიონი! მაგრამ ეს უკვე ოცნებების სფეროდანაა. იქნებ მომავალ წელს...
0
ზაზას გაუმარჯუს. კიდევ ერტხელ გავიხარებტ მისი გამარდჯვებიტ
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული