Nothing easy - ზაზა ფაჩულია ESPY-ს დაჯილდოებაზე [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლოს-ანჯელესში ESPY-ს (სპორტული ბრწყინვალების ყოველწლიური დაჯილდოება) 2017 წლის ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ხშირად სპორტული "ოსკარების" ცერემონიალს უწოდებენ. დაჯილდოება მაიკროსოფტის თეატრის შენობაში ჩატარდა.

წლის საუკეთესო გუნდის პრიზი, მოგეხსენებათ, წილად NBA-ს ჩემპიონ "გოლდენ სტეიტ უორიორსს" ერგო. ცერემონიალზე პრიზი კლუბის სახელით სტეფ კარიმ, კევინ დურანტმა და ზაზა ფაჩულიამ ჩაიბარეს.

სამადლობელ სიტყვაში ზაზამ თავისი ცნობილი ფრაზა თქვა - Nothing easy.

Sportall.Ge
ფოტოზე: ზაზა და მისი ფეხმძიმე მეუღლე თიკა ლოს-ანჯელესის წითელ ხალიჩაზე

Sportall.Ge
ფოტოებზე: ზაზა სტეფ კარისა და კევინ დურანტთან ერთად

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 14 /
საბჭოთა კავშირში ვიყავით და ქართველი კაცი კოსმოსში ვერ გაფრინდა......ზაზა ნბა ს ჩემპიონია ეს იმ,,გაფრენაზე" მეტი სასწაულია!!! წარმატებები ზაზა !
დავითპაპა
14 ივლისი 2017 15:43
0
გაიხარე!
ვაჟა
14 ივლისი 2017 09:54
0
უფალმა დაგლოცოს და გამრავლოს.ამინ!
888
14 ივლისი 2017 09:41
0
ზოგჯერ თავი სიზმარში მგონია, ეს რა გააკეთა ზაზამ აა? ნბა-ს ჩემპიონი ქართველი კალათბურთელია, მაგარია! მადლობა ზაზას ყველაფრისათვის, რაც მან უკვე გააკეთა სამშობლოსათვის და აუცილებლად უფრო მეტსაც გააკეთებს მომავალში.
Bmb
14 ივლისი 2017 02:04
1
ზაზა გაგიმარჯოს ღმერთმა შენს ოჯახთან ერთად.კაცმა მსოფლიოს გააცნო საქართველო.
გიგა
14 ივლისი 2017 00:07
0
კიდევ ბევრ სიხარულს ვუსურვებ ზაზას! ყველაფერი წარმავალია , წარმატებაც და წარუმატებლობაც მთავარია იყო ადამიანი,უფლის ჭურჭელი რომელშიც წმინდა სანთელი ანთია.
დავითპაპა
13 ივლისი 2017 23:01
0
წარმატებები ზაზას და მის ოჯახს.
გია-11
13 ივლისი 2017 20:35
0
ზაზას ორ რამეს ვუსურვებდი და ვთხოვდი,ჩემპიონობას და გამრავლებას,ორივეს მისრულებს.გაიხარე ზაზა და ღეპეტე ,ღეპეტე და ისევ ღეპეტე.
სოსო
13 ივლისი 2017 18:32
0
კერის უკვე მეტისმეტად ცანცარობაში გადასდის Nothing easy.
tanto
13 ივლისი 2017 18:27
1
ზაზას ხელს უწყობს ვიზუალი,იუმორის კარგი გრძნობა და მეგობრობის ქართული გაგება.ამიტომ იგი მისაღებია ყველგან
თემო
13 ივლისი 2017 18:14
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული