ბოისა 11 ოლიმპია II

AutoSharing Option
სასიამოვნო ამბები მოვიდა ლიუბლიანადან: "ოლიმპიამ" სერბული "რადნიჩკი" 92:65 დაამარცხა, ვლადიმერ ბოისამ 11 ქულა ჩააგდო, ხოლო გიორგი შერმადინმა 7 ქულას ამდენივე მოხსნა მიამატა. ამ გამარჯვებით "ოლიმპიამ" ადრიატიკის ლიგის რეგულარული ეტაპი II ადგილზე დაასრულა. სლოვენიელებმა 26-დან 17 მატჩი მოიგეს და ერთი გამარჯვებით ჩამორჩნენ სერბეთის "პარტიზანს".

ფინალური ოთხეულის მატჩები "ოლიმპიას" "შტოჟიცეს" არენაზე გაიმართება. 19 აპრილს ნახევარფინალში "ოლიმპია" თანამემამულე კრკა-ს დაუპირისპირდება, "პარტიზანი" - ჩერნოგორიის ბუდუჩნოსტს. ფინალი 21 აპრილს გაიმართება.

"რადნიჩკისთან" მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო - ტრავმის მოშუშების შემდეგ ვლადიმერ ბოისამ პირველად გადალახა 10-ქულიანი
ზღვარი, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ფორმაში შედის. ვოვამ 4-დან 4 ორქულიანი, 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და 11 ქულას 3 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიამატა.

ბოისას დარად გიორგი შერმადინიც "ოლიმპიას" სასტარტო ხუთეულში იყო. გიორგიმ 7-7 ქულა-მოხსნა, 2-2 პასი-დაფარება და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მან 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული