სენსაციური ფაჩულიას 46-ე დაბლ-დაბლი

AutoSharing Option
"ჯორჯიელთა სათადარიგოების, ზაზა ფაჩულიას და ჯამალ კროუფორდის მოედანზე გამოჩენას "ატლანტას" სენსაციური აღმასვლა მოჰყვა: "დენვერელებს" მიზანი მოეშალათ და საკუთარი თამაშის ხელახლა პოვნა გაუჭირდათ", - წერია გაზეთ "დენვერ პოსტში".

კროუფორდზე რა მოგახსენოთ, მაგრამ, "დენვერ ნაგეტსთან" საშინაო მატჩში ფაჩულია საუკეთესო ატლანტელი იყო. მან ამ სეზონში სარეკორდო 32:35 წუთი ითამაშა და პირადი რეკორდი გაიუმჯობესა - 19 ქულა მიითვალა. სეზონის პირველ მატჩში ზაზას "მემფისის" კალათში 17 ქულა ჰქონდა მოთავსებული.

ქართველმა ცენტრმა სნაიპერული სიზუსტით ისროლა - 9-დან 8 ორქულიანი გამოიყენა. თამაშიდან ერთადერთი ტყორცნა მატჩის ბოლოს გაუცუდდა
- ჩასატენად წავიდა, თუმცა ნენე ილარიომ დაუფარა. ...და, რაც მთავარია, ფაჩულიამ 19 ქულას 10 მოხსნა მიამატა, სეზონის მეორე, ხოლო კარიერის (NBA-ში) 46-ე ორმაგი დუბლი მიითვალა.


***
ზემოთ ნახსენებმა ილარიომ 20 ქულა (ყველაზე მეტი მატჩში) და 7 მოხსნა გაიფორმა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ "ნაგეტსის" გამარჯვება ამ ბრაზილიელმა განაპირობა - სტუმრებმა გუნდური თამაშის წყალობით მოიგეს. ამას ხაზი ზაზა ფაჩულიამაც გაუსვა:

- "დენვერი" გუნდურად თამაშობს, განსაკუთრებით "ტრეიდის" შემდეგ (კლუბი კარმელო ენტონიმ დატოვა - ვ.ს.) შეტევაში ყველა დენვერელი სახიფათოა, წინასწარ არ იცი, რომლისგან უნდა ელოდე ხიფათს. მეტოქე ბურთს კარგად ატრიალებს, შორიდანაც ისვრის, საშუალო და ახლო დისტანციებიდანაც. სწორედ ამან განაპირობა "ატლანტას" მარცხი.

ზაზამ გუნდური თამაში და შეტევითი ფუნქციების თანაბრად გადანაწილება შემთხვევით არ ახსენა - "ატლანტა ჰოქსში" საქმე სხვაგვარადაა: მწვრთნელი მას ძირითადად დაცვაში თამაშს ავალებს, შეტევას კი 3-4 კალათბურთელზე აწყობს. მწვრთნელი ფაჩულიას ერთ შეცდომასაც არ პატიობს. ამასწინათ, "ჩიკაგოსთან" შეხვედრის მეოთხე პერიოდში ბურთი საჯარიმოს სატყორცნ ნიშნულთან მიიღო, ახტა, ისროლა და ააცილა - მწვრთნელმა დაუყოვნებლივ შეცვალა.

არადა, ვინ მოსთვლის, რამდენ ტყორცნას აცუდებენ ჯონსონი, კროუფორდი, სმიტი, ჰორფორდი, მაგრამ მათ ამის გამო არავინ ცვლის. ზაზამ "დენვერთან" 32 წუთი იმიტომაც ითამაშა, რომ შეცდომა არ დაუშვია, მეტიც: როცა იგი მოედანზე იყო "ატლანტა" თამაშს აუმჯობესებდა (როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში). ამაში მატჩის მსვლელობის გაცნობის შემდეგ თავადაც დარწმუნდებით.


***
ზაზა მოედანზე პირველი პერიოდის დასრულებამდე 05:31 წუთით ადრე გამოვიდა. იმ დროისთვის "დენვერი" 12:7-ს იგებდა. 3 წუთში ქართველის ზედიზედ ჩაგდებული 4 ქულის წყალობით "ატლანტამ" სტუმრებს გადაასწრო - 16:15.

მეორე მეოთხედის მეორე წუთზე ფაჩულიამ მორიგი ორქულიანი ჩააგდო და - 23:20. ამას მოჰყვა ჯამალ კროუფორდის პერიმეტრიდან ტყორცნები და ჯორჯიელები 12 ქულით დაწინაურდნენ - 34:22. მეორე პერიოდის მეექვსე წუთისთვის, როცა "ატლანტას" 27-ე ნომერი სათადარიგოთა სკამს დაუბრუნდა მასპინძლები 34:26-ს იგებდნენ. მალე "დენვერმა" ანგარიში გაათანაბრა და მწვრთნელმა ლარი დრიუმ ზაზა კვლავ თამაშში ჩართო, თუმცა მესამე პერიოდი მაინც ფაჩულიას გარეშე დაიწყო. ალბათ ამიტომაც, "დენვერი" უმალ 10-ით დაწინაურდა. ლოგიკური იყო მოედანზე ზაზას გამოჩენა, რომლის შემდეგაც ყველაფერი თავის ადგილზე დადგა: "პერიმეტრიდან ჯონსონის სიზუსტეს ფარქვეშ ფაჩულიას დომინირება დაერთო და სირენამდე 10:07 წუთით ადრე ზაზას ორქულიანის შემდეგ სხვაობა 3 ქულამდე შემცირდა, 69:72", - წერს "კანადიან პრესი"...

- თუმცა, მეტოქეს რომ წამოვეწიეთ კვლავ პერიმეტრიდან ტყორცნებს მოვუხშირეთ, ბევრი ავაცილეთ და ინიციატივა ისევ "დენვერს" გადავეცით, - აღნიშნა ნამატჩევს ლარი დრიუმ. კოლორადოელებმა საბოლოოდ 102:87 იმარჯვეს.

"დენვერის" გამარჯვება კენიონ მარტინმა ორ წინადადებაში ასე გააანალიზა:
- "ატლანტაში" საუკეთესო ზაზა ფაჩულია იყო. მან მართლაც კარგად ითამაშა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჯორჯიელთა სასტარტოები გაისარჯნენ ცუდად.


***
"ჰოქსს" რომ მოეგო, სწორედ ისეთი მაჩვენებლები მოუგროვდებოდა, როგორიც "დენვერს" - 40 გამარჯვება, 28 წაგება. რადგან ზაზას გუნდმა "დენვერთან" დათმო, ახლა მისი მონაგარი 68 მატჩიდან 39 მოგება და აღმოსავლეთის კონფერენციაში მეხუთე ადგილია. მეოთხეადგილოსან "ორლანდოს" 42 გამარჯვება აქვს.

18 მარტს "ატლანტას" ფილიპს არენაზე აღმოსავლეთის ფავორიტი "მაიამი" ითამაშებს. ფლორიდელებმა წინა შეხვედრა "ატლანტასთან" შინ წააგეს და რევანში აქვთ ასაღები.


ატლანტა-დენვერი 87:102
ზაზა ფაჩულია: 32:35 წუთი, 19 ქულა (9-დან 8 ორქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 10 მოხსნა, 2 პასი, 1 დაფარება, 4 ფოლი, 2 შეცდომა

ქრონოლოგია
I პერიოდი
05:31 ზაზამ სმიტი შეცვალა
04:06 მოხსნა: შეტ-0, დაც-1
03:03 ფოლი: 1
02:48 საჯარიმოები: 2/2 (2ქ, 14:15)
02:34 მოხსნა: შეტ-0, დაც-2
02:21 ორქულიანი: 4ქ (16:15)
01:18 მოხსნა: შეტ-0, დაც-3
II პერიოდი
11:18 საჯარიმოები: 2/1 (5ქ, 21:20)
10:43 ორქულიანი: 7ქ (23:20)
07:41 დაფარება: 1 (ფელტონს დაუფარა)
06:25 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა
01:35 ზაზამ სმიტი შეცვალა
00:48 მოხსნა: შეტ-1, დაც-3
00:48 ორქულიანი: 9ქ (40:42)
00:43 ფოლი: 2
III პერიოდი
07:54 ზაზამ სმიტი შეცვალა
06:52 მოხსნა: შეტ-1, დაც-4
06:31 შეცდომა: 1
03:21 ორქულიანი: 11ქ (56:65)
IV პერიოდი
11:37 პასი: 1 (კროუფორდი 2ქ, 65:72)
10:07 ორქულიანი: 13ქ (69:72)
09:35 მოხსნა: შეტ-2, დაც-4
07:04 ფოლი: 3
06:38 პასი: 2 (ჰორფორდი 2ქ, 75:82)
06:12 შეცდომა: 2
03:17 მოხსნა: შეტ-3, დაც-4
03:16 ორქულიანი: 15ქ (82:96)
02:32 მოხსნა: შეტ-3, დაც-5
02:20 ორქულიანი: 17ქ (85:98)
02:03 ფოლი: 4
01:51 ორქულიანი: არაზუსტი
01:38 მოხსნა: შეტ-4, დაც-5
01:09 მოხსნა: შეტ-4, დაც-6
00:54 ორქულიანი: 19ქ (87:102)


დუბლ-ქართველის 56 ორმაგი
სათაურს აქვე განგიმარტავთ: NBA-ში სულ 56 ქართული დაბლ-დაბლია შესრულებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენიანები 56 მატჩში ასცდნენ (ერთდროულად) 10-ქულიან და 10 მოხსნიან ნიშნულს. ზაზა ფაჩულიას 46 ორმაგი დუბლი აქვს, ხოლო ვლადიმერ სტეფანიას - 10. ნიკა ცქიტიშვილს 10 მოხსნაც შეუსრულებია და 17 ქულამდეც ასულა, მაგრამ ერთ მატჩში ორივე ნიშნულისთვის არ გადაუბიჯებია და ამერიკაში დაბლ-დაბლი არ აქვს.

ბოლო ქართულ დუბლზე ამავე გვერდზე წაიკითხავდით - ფაჩულიამ "დენვერთან" 19 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. NBA-ში ჩვენიანის პირველი ორმაგი დუბლი კი 12 წლის წინათ დაფიქსირდა: ვლადიმერ სტეფანიამ 1999 წლის 4 აპრილს "სიეტლის" მაისურით 17 ქულა, 10 მოხსნა მოაგროვა და თანაგუნდელებს "დალასთან" 110:100 მოაგებინა.

მას მერე ვოვამ მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო და 2002 წლამდე ისეთ გუნდს ეძებდა, სადაც ნდობას გამოუცხადებდნენ და სათამაშო დროს მისცემდნენ. ასეთი პატ რაილის "მაიამი" აღმოჩნდა, რომელშიც სტეფანიამ საკუთარი შესაძლებლობები მეტ-ნაკლებად კარგად გამოავლინა და 9 დუბლი შეასრულა.

სტეფანიამ კარიერა 2004 წელს დაასრულა, 2003-ში კი NBA-ში ფაჩულია მოხვდა და ესტაფეტა ღირსეულად გადაიბარა. მას "ორლანდოში" არ ენდობოდნენ, პირველი დაბლ-დაბლი "მილუოკის" მაისურით 2005 წელს შეასრულა. იმავე წელს "ატლანტაში" გადავიდა, სასტარტო ცენტრადაც იქცა და დუბლების სარეკორდო რაოდენობაც 2005-06 წლების სეზონზე მოდის - 21. საინტერესო შედეგს გვაძლევს თვეების მიხედვით გაანალიზება: ზაზა 10 ქულასა და ამდენივე მოხსნას ყველაზე მეტჯერ სწორედ მარტში ასცდა - 12-ჯერ. ვნახოთ, იქნებ წლევანდელ მარტში კიდევ ვიხილოთ ქართული დაბლ-დაბლი... 50-მდე მხოლოდ 4 ორმაგი დუბლი აშორებს...


ზაზა ფაჩულიას 46 დუბლი
2010-11
თარ მატჩი ქულ. მოხ.
16 მარტი ატლანტა-დენვერი 87:102 19 10
27 ოქტომბერი მემფისი-ატლანტა 104:119 17 10

2009-10
თარ მატჩი ქულ. მოხ.
31 მარტი ატლანტა-ლეიკერსი 109:92 10 10

2008-09
თარ მატჩი ქულ. მოხ.
27 აპრილი მაიამი-ატლანტა 71:81 12 18
19 აპრილი ატლანტა-მაიამი 90:64 10 10
29 მარტი ატლანტა-ლეიკერსი 86:76 11 13
10 თებერვალი ატლანტა-ვაშინგტონი 111:90 11 12
13 იანვარი ფინიქსი-ატლანტა 107:102 10 11
6 დეკემბერი დალასი-ატლანტა 100:98 13 12

2007-08
თარ მატჩი ქულ. მოხ.
19 თებერვალი ლეიკერსი-ატლანტა 122:93 12 12
14 დეკემბერი დეტროიტი-ატლანტა 91:81 10 11

2006-07
თარ მატჩი ქულ. მოხ.
10 აპრილი ატლანტა-ბოსტონი 104:96 22 12
25 მარტი ატლანტა-დალასი 97:104 14 13
13 მარტი ატლანტა-ფილადელფია 104:92 15 10
10 მარტი ატლანტა-მინესოტა 99:93 16 14
7 მარტი ატლანტა-ვაშინგტონი 100:97 27 12
21 თებერვალი ატლანტა-სან ანტონიო 96:103 23 10
14 თებერვალი კლიპერსი-ატლანტა 93:96 15 12
9 თებერვალი ფინიქსი-ატლანტა 111:120 10 11
22 დეკემბერი ატლანტა-ინდიანა 90:100 10 14
1 დეკემბერი ატლანტა-კლივლენდი 95:106 20 11
29 ნოემბერი ატლანტა-შარლოტი 99:90 12 13
18 ნოემბერი ატლანტა-მაიამი 88:93 12 11
1 ნოემბერი ფილადელფია-ატლანტა 88:75 15 12

2005-06
თარ მატჩი ქულ. მოხ.
15 აპრილი მილუოკი-ატლანტა 114:120 16 10
12 აპრილი ატლანტა-ჩიკაგო 90:96 12 10
9 აპრილი მინესოტა-ატლანტა 84:83 13 12
26 მარტი ორლანდო-ატლანტა 108:101 16 12
20 მარტი დეტროიტი-ატლანტა 91:84 11 11
19 მარტი ატლანტა-ორლანდო 108:107 13 18
17 მარტი ატლანტა-იუტა 101:111 19 15
7 მარტი ატლანტა-გოლდენ სტეიტი 113:106 11 10
27 თებერვალი ატლანტა-ნიუ ჯერსი 104:102 14 12
18 იანვარი ატლანტა-დეტროიტი 89:117 11 10
18 დეკემბერი ატლანტა-დენვერი 110:107 15 13
10 დეკემბერი ატლანტა-სან ანტონიო 94:84 19 13
2 დეკემბერი ატლანტა-ტორონტო 101:102 11 14
30 ნოემბერი ატლანტა-მაიამი 74:96 17 11
27 ნოემბერი ატლანტა-პორტლენდი 75:77 15 10
23 ნოემბერი ატლანტა-ბოსტონი 120:117 19 13
18 ნოემბერი ნიუ ორლეანი-ატლანტა 95:92 10 14
17 ნოემბერი დალასი-ატლანტა 87:78 21 12
12 ნოემბერი ატლანტა-მემფისი 84:85 10 12
10 ნოემბერი ატლანტა-კლიპერსი 95:102 16 13
2 ნოემბერი გოლდენ სტეიტი-ატლანტა 122:97 13 12

2004-05
თარ მატჩი ქულ. მოხ.
23 თებერვალი მილუოკი-ნიუ ჯერსი 100:81 14 12


ვლადიმერ სტეფანიას 10 დუბლი
2002-03
თარ მატჩი ქულ. მოხ.
2 აპრილი ბოსტონი-მაიამი 90:62 10 11
31 მარტი მაიამი-მილუოკი 86:91 11 13
11 მარტი კლივლენდი-მაიამი 75:77 13 11
12 იანვარი ლეიკერსი-მაიამი 106:81 10 12
1 იანვარი ატლანტა-მაიამი 73:107 16 13
27 დეკემბერი მაიამი-ბოსტონი 90:70 14 14
20 ნოემბერი დეტროიტი-მაიამი 79:68 12 13


2001-02
თარ მატჩი ქულ. მოხ.
20 ნოემბერი მაიამი-მინესოტა 73:80 11 12
16 ნოემბერი მაიამი-ნიუ ორლეანი 87:96 19 12


1998-99
თარ მატჩი ქულ. მოხ.
4 აპრილი სიეტლი-დალასი 110:100 17 10.







.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული