"შურისძიება" - "სან ანტონიოს" ფანმა მხატვარმა ლეონარდისა და ფაჩულიას სცენა დახატა

AutoSharing Option
2017 წლის NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ეპიზოდმა, როცა კავაი ლეონარდი ცუდად დაეცა ზაზა ფაჩულიას ფეხზე და მძიმე ტრავმა მიიღო.

ამ ამბის შემდეგ ზაზა ფაჩულია "სან ანტონიოს" ფანების ნომერ პირველი მტერი გახდა და ერთ-ერთმა მხატვარმა, როი ჩენგმა ზუსტად ისეთი სცენა დახატა, როგორც წარმოუდგენიათ "სან ანტონიოს" ფანებს კავაის შურისძიება ზაზაზე მომდევნო სეზონში, როცა "გოლდენ სტეიტი" ტექსას ესტუმრება.

შეგახსენებთ, რომ ზაზამ უარყო, რომ მან ტრავმა განზრახ მიაყენა ლეონარდს და ლიგის ხელმძღვანელობაც ამ აზრზე იყო, თუმცა სპეციალისტებისა და კალათბურთელების ნაწილმა ქართველი
კალათბურთელი "ბინძური თამაშისთვის" გააკრიტიკა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
"სწორად აწყობილს"
წაკითხულს გაგება უნდა; ამერიკას ლიბერალობა და ჯანმრთელი ღირებულებები არ აკლია, მაგრამ არც მიშა და არც იმ ნახატის ავტორი არ არიან ისეთები და სამწუხაროდ, იქ მათნაირებსაც ჰყავთ ტაშის დამკვრელები და წამქეზებლები
მერაბი გ.
25 ივლისი 2017 07:09
0
არასწორად აწყობილი კაცი ხარ.
აი, დეტალები შეიძლება ყველაფერი გაქვს, მაგრამ არ ხარ სწორად გაერთიანებული
ამიტომ ლიბერალობა სიმახინჯე გგონია და მიშა ლიბერალი :)
merabi g.-s
25 ივლისი 2017 01:18
0
ფეხი ჰიუსტონთან თამაშისას იტკინა ლეონარდმა და არ შეცვალეს, იმ ეპიზოდის ზაზაზე დაბრალება პოპოვიჩის მხრიდან უნიჭო თავის მართლებას ჰგავდა მხოლოდ. და ქართული პოლიტიკა რა შუაშია ამ ფაქტთან?
ალეკო
24 ივლისი 2017 22:08
0
ამის დამხატავი ხომ ამერიკელია - ლობერალი, მაღალი ღირებულებების მატარებელი, დაჩაგრულის დამცველი ...
ჰოდა ამისთანების გამოჩეკილია სააკაშვილი, ბოკერია, მერაბიშვილი, უგულავა. ადეიშვილი
მერაბი გ.
24 ივლისი 2017 13:40
1
100 % პოპოვიის დაწყებული პროვოკაციაა!
ბს
24 ივლისი 2017 10:08
0
კიდევ კარგი სხვა რამეს არ დაახტა...
grisha
24 ივლისი 2017 09:37
0
ეს ყველაფერი იმ გამოყრუებული ბერიკაცის პოპოვოჩის ბრალია - ატეხა ისტერიული წივილი და რეგვენებიც აიყოლია
არადა ლეონარდი დაახტა, სარმა ხომ არ გამოუდიათ? ამ ეპიზოდამდე ორიოდე წუთით ადრე ამხტარი ლეონარდი თავისი სათადარიგოს ფეხს დაახტა და კოჭლობდა(?)
თუ ახტები შე მამაცხონებულო სად უნდა დაახტე არ უნდა იფიქრო?
=***
24 ივლისი 2017 08:15
0
რავი, ჯერჯერობით პირიქით მოხდა და... ;)
ჰმ
23 ივლისი 2017 22:12
0
გეტანხმები მეც
შოთა გუგეშაშვილი
23 ივლისი 2017 21:36
0
აუცილებელია რამდენჯერაც სპურსის ფანი ზაზას გალანძღავს ყველაფერი სტატიად და ნიუსად აქციოთ ? :))))) სასწაულია პირდაპირ..
shmurnalistebs
23 ივლისი 2017 19:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული