Mercury News: "გოლდენ სტეიტის" ცენტრების ტრიო ზაზა, მაკგი და ვესტი იქნება

AutoSharing Option
The Mercury News-ის ინფორმაციით, "გოლდენ სტეიტ უორიორსი" მალე ბოლო თავისუფალ გრაფასაც შეავსებს სეზონის განაცხადში და ეს გუნდის ყოფილი ცენტრი ჯაველ მაკგი იქნება.

"გასულ თვეში, როცა "უორიორსმა" საჩემპიონო აღლუმი გამართა, სტივ კერმა განაცხადა, რომ სამივე ცენტრის, ზაზა ფაჩულიას, ჯაველ მაკგისა და დევიდ ვესტის დაბრუნება სურს გუნდში მომავალი სეზონისთვისაც.

აქედან ორი, ფაჩულია და ვესტი უკვე გუნდში არიან. 14-კაციანი განაცხადი მზად არის, კერს სურს, რომ მე-15 სწორედ მაკგი იყოს.

"ძალიან მინდა, რომ მაკგი ჩვენთან დაბრუნდეს, ახლა ვმუშაობთ იმაზე, როგორ მოვახერხოთ ეს ოპერაცია", -
განაცხადა ჩემპიონთა თავკაცმა".
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯაველს ვესაუბრე მობილურით რამოდენიმე წუთის წინ და მითხრა რომ - დავბრუნდებიო....
დავითი
26 ივლისი 2017 11:48
0
მაგრამ ჯაველამ რომ უარი თქვას, ისევ როგორ იქნებიან ძველი ტრიო?
გოლდენ სტეიტის" ცენტრების ტრიო " ისეეეევ" ზაზა, მაკგი და ვესტი იქნება
25 ივლისი 2017 16:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული