ბალტიის თასზე გამოსვლა დაასრულა საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ, რომლის'"ტარტუ როკმა" შინ ლატვიის "ვენტსპილსთან" 61:62 დათმო. ეს გახლდათ მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩი. პირველი შეხვედრა ლატვიაში მასპინძლებს ჰქონდათ მოგებული 84:77, სერია კი 2 გამარჯვებამდეა.
ტარტუში გამართული მატჩი ბოლომდე თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა სირენამდე 3 წუთით ადრე მარეკ დორონინის სამქულიანის შემდეგ "როკერებმა" 6-ქულიანი ფორა მოიპოვეს. ასე არ უნდაო - თქვეს ვენტსპილსელებმა და ერთმანეთს სამი სამქულიანი მიაყოლეს. ამის მიუხედავად "როკი" გამარჯვებასთან მაინც ახლოს იყო: სირენამდე 7 წამით ადრე ცინცაძე საჯარიმოს ხაზზე დადგა, ორივე
გიორგი ცინცაძემ მოედანზე 19 წუთი გაატარა, 6 ქულა (7-დან 2 ორქულიანი, 3-დან 0 სამიანი, 4-დან 2 საჯარიმო), 2-2 ჩაჭრა-პასი და 1 მოხსნა მოაგროვა. საინტერესოა, რომ მატჩის ბომბარდირი "როკერი" ტიმო ეიჩფუსი 12 ქულით გახდა.
აქვე გაგაცნობთ ბალტიის ლიგაზე ცინცაძის სრულ მონაგარს: 23 მატჩი, საშუალოდ 21:40 წუთი, 9.5 ქულა, 2.9 მოხსნა, 2.9 პასი, 1.2 ჩაჭრა, 2.1 ფოლი, 2.7 შეცდომა.
ევროჩელენჯისა და ბალტიის თასის მოსტუმრების შემდეგ "ტარტუ როკი" ესტონეთის ჩემპიონატს შერჩა, სადაც მთავარ ფავორიტად ითვლება.