ფაჩულიამ "დეტროიტს" 13 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ზაზა ფაჩულიას "ატლანტა ჰოუქსმა" რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში "დეტროიტ პისტონზთან" ურთულესი გამარჯვება მოიპოვა, რაშიც თავისი წვლილი ქართველმა ცენტრმაც შეიტანა. ჯორჯიელებმა მეტოქე 104:96 დაამარცხეს, ფაჩულიამ კი მოედანზე 13 წუთი და 13 წამი გაატარა და 13 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

ატლანტის Philips Arena-ზე შეკრებილმა მაყურებელმა საინტერესო ორთაბრძოლა იხილა, რომელშიც თავიდანვე მასპინძლები დაწინაურდნენ, მაგრამ დეტროიტელები მასპინძლებს დიდი ანგარიშით წინ გასვლის საშუალებას არ აძლევდნენ, გამარჯვებულის ვინაობა კი საბოლოოდ მეოთხე პერიოდის მიწურულს გამოვლინ
და.

ამ გამარჯვების შემდეგ ატლანტელებს 40 მოგება და 30 მარცხი აქვთ და გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავინდებურად მეხუთე პოზიციაზეა.


msy.gov.ge




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული