თორნიკე შენგელიას პირველი ორმაგი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 19 წლის ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ბელგიაში გადასვლის შემდეგ საუკეთესო მატჩი ჩაატარა - პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა.

აი, რა წერია ბელგიურ გაზეთ "ფოკუსში": "შენგელიას ეფექტური გარჯის წყალობით სტუმარმა "პეპინსტერმა" "ოოსტენდეს" პირველი პერიოდი 23:17 მოუგო. მეორე მეოთხედიდან მასპინძლებმა მდგომარეობა გამოასწორეს და მე-20 წუთისთვის ანგარიში გაათანაბრეს - 33:33. ყველაფერი მეოთხე ათწუთეულში გადაწყდა, რომელიც მარკუს ფეისონის წყალობით "ოოსტენდემ" 32:18 მოიგო."

შეხვედრის მსვლელობაზე ზოგად სურათს მიმოხილვის ზემოთ მოყვანილი ფრაგმენტი გვაძლევს. თორნიკეს თამაშზე კი ვრცლად შევჩერდებით. მისი სტატისტიკა ასეთი იყო: 36 წუთი, 18 ქულა,
13 მოხსნა, 1 პასი, 1 დაფარება, 2 შეცდომა, 5 ფოლი. შენგელიამ სამი სამქულიანი ააცილა, სამაგიეროდ 2-დან 2 საჯარიმო და 11-დან 8 ორქულიანი გამოიყენა. მისმა მარგიქმედების კოეფიციენტმა 23-ს მიაღწია, რაც პეპისნტერელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

საერთოდ მატჩში კი მქკ-ს კოეფიციენტის მიხედვით პირველი ბელგიის ნაკრების ამერიკელი უკანახაზელი მარკუს ფეისონი გახლდათ - 27. მან 19 ქულა მოაგროვა. "ოოსტენდეში" ითამაშა ბელგიელთა ეროვნული გუნდის ცენტრმა ტომას ვან დენ შპიგელმა, რომელიც ამ სეზონში კლუბიდან კლუბში მოგზაურობს, რაც მის სათამაშო ფორმასაც ეტყობა. ამიტომ, მწვრთნელმა ტომასი მხოლოდ 4 წუთი ათამაშა.

ბელგიის ჩემპიონატში "პეპინსტერს" 21 ტურის შემდეგ 7 მოგება აქვს და ცხრილში ბოლოდან მესამე (მე-7) ადგილზეა. მომდევნო მატჩში შენგელიას გუნდი მეორეადგილოსან "აალსტს" მიიღებს.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული