შერმადინმა და ბოისამ სლოვენიისთვისაც მოიცალეს

AutoSharing Option
ევროლიგისა და ადრიატიკის (ფინალურ ოთხეულში გავიდა) ჯგუფური ეტაპების მოსტუმრების შემდეგ "ოლიმპიამ" სლოვენიის ჩემპიონატისთვისაც მოიცალა. ამ ქვეყნის პირველობის საწყის ეტაპზე 8 გუნდი მონაწილეობდა. მათგან საუკეთესო ექვსეულს კრკა და "ოლიმპია" შეუერთდნენ და მეორე ჯგუფური ეტაპი 19 მარტს დაიწყო.

პირველ ტურში გიორგი შერმადინისა და ვლადიმერ ბოისას "ოლიმპიამ" "ელექტრას" უმასპინძლა და 82:60 დაამარცხა. მწვრთნელმა გიორგიცა და ვოვაც სასტარტო ხუთეულში დააყენა. შერმადინმა 24 წუთში 10 ქულა (6-დან 4 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 7 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება გაიფორმა. ბოისამ
23 წუთი ითამაშა - 2 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი. ოლიმპიელმა კენი გრეგორიმ სწორედ იმდენი ჩააგდო, რა სხვაობითაც მისმა გუნდმა გაიმარჯვა - 22 ქულა.

ლიუბლიანელები მორიგ მატჩს 26 მარტს სტუმრად "ჰელიოსის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული