ბექა ბურჯანაძის 23 ქულა 26 წუთში

AutoSharing Option
ესპანეთის ება-ს ლიგაში ბექა ბურჯანაძემ მორიგი ეფექტური მატჩი ჩაატარა. იგი "ნოვასკოლთან" სტუმრად გამართულ შეხვედრაში "კახასოლის" კალათბურთელთა შორის საუკეთესო იყო: 23 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი. ბექას მარგი ქმედების კოეფიციენტმა 23-ს უწია, რაზეც დიდი გავლენა სროლის სიზუსტემაც მოახდინა. 7-დან 4 ორქულიანი, 9-დან 4 სამქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო - ეს ყველაფერი ბურჯანაძემ 26 წუთში მოასწრო.

დასანანია, მაგრამ ბექამ მოედანი თავაწეულმა მაინც ვერ დატოვა - მისმა "კახასოლმა" "ნოვასკოლთან" 65:70 დათმო.

ება-ს ლიგაში უამრავი გუნდია და რეგიონალური პრინციპით ჯგუფებადაა განაწილებული. "კახასოლი" D ჯგუფშია. 17
ტურის შემდეგ სევილიელებს 7 მოგება აქვთ და სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზე არიან.

ამავე ლიგაში შარშან თამაშობდნენ თორნიკე შენგელია, გიორგი შარაბიძე, კოკა ტომარაძე, მიხეილ ბერიშვილი, გრიგოლ შვანგირაძე... წლეულს ება-ში ბურჯანაძის გარდა მხოლოდ შვანგირაძე ირჯება. მისი "სან ისიდორო" B ჯგუფის წარმომადგენელია, 4 მოგების წილ 21 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-16 ადგილზეა.

25-ე ტურში "სან ისიდორო" "ტორელოდონესთან" სტუმრად 71:93 დამარცხდა. გრიგოლ შვანგირაძემ 8 წუთში 6 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული