ზაზა ფაჩულია ორმაგი დუბლით გამოირჩა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ მიმდინარე რეგულარულ სეზონში მეოთხედ ითამაშა "ატლანტას" ძირითად ხუთეულში და მეოთხე ორმაგი დუბლი მიითვალა. "ატლანტამ" "ინდიანასთან" გასვლით მატჩში 102:114 წააგო. ფაჩულიამ კი 28:20 წუთი ითამაშა, 10 ქულა მოაგროვა და 11 მოხსნას 1 ჩაჭრაც მიამატა.

ფაჩულიამ და ატლანტელთა ძირითადმა ცენტრმა ალ ჰორფორდმა ერთდროულად ითამაშეს ხუთეულში და მოედანზეც თითქმის ერთნარი დროით იმყოფებოდნენ. ფაჩულიამ 28:20 წუთს ითამაშა, ჰორფორდმა - 30:23, თუმცა ქართველი ცენტრი უფრო შედეგიანი იყო. ფაჩულიას გუნდისთვის მოგება-წაგებას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 2
მატჩი აქვს დარჩენილი და ნებისმიერ შემთხვევაში აღმოსავლეთის ცხრილში მე-5 ადგილზე დარჩება.

დარჩენილ ორ მატჩს "ატლანტა" ვაშინგტონში, მერე კი საკუთარ მოედანზე "მაიამისთან" გამართავს. მატჩები 9 და 11 აპრილს გაიმართება, რასაც მცირე დასვენება მოჰყვება და პლეი ოფიც დაიწყება, რომლის პირველ წრეში "ატლანტა" "ორლანდოს" დაუპირისპირდება.


მომზადებულია msy.gov.ge-ს მიხედვით




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული