გიორგი შერმადინის 19 ქულა და 5 მოხსნა

AutoSharing Option
სლოვენიის ჩემპიონატის მორიგ ტურში, ლიუბლიანის "ოლიმპიამ" სტუმრად "ჰოპსი პოლზელასთან" გასვლით მატჩში 78:67 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენრტმა გიორგი შერმადინმა კი, რომელიც სასტარტო ხუთეულში იყო 22:14 წუთს ითამაშა და თავის გუნდს 19 ქულით და 5 მოხსნით დაეხმარა.

17:08 წუთი ითამაშა ვოვა ბოისამ, რომლის მონაგარიც 5 ქულა, 2 მოხსნა და 2 ჩაჭრა გახლდათ. ვოვამ ბურთი სამჯერ დაკარგა, სამი ფოლი აიღო და სამჯერაც მასზე დაჯარიმდნენ. შეხვედრაში ყველაზე მეტად ვითარება დასკვნითი მეოთხედის შუაწელს დაიძაბა, როდესაც "პოლზელამ" ჩამორჩენა სამ ქულამდე დაიყვანა (61:64), დარჩენილ დროში კი
ოლიმპიელთა 14 ქულიდან 9 საკუთარ აქტივში ქართველმა კალათბურთელებმა ჩაიწერეს - 6 ქულა შერმადინმა ჩააგდო, 3 - ბოისამ.

ლიუბლიანელებმა თავი 4 მოგებას და 2 მარცხს მოუყარეს და მე-2 ადგილზე გადაინაცვლეს, სლოვენიის ჩემპიონატის ლიდერი კი "კრკაა", რომელსაც ექვსივე თამაში მოგებული აქვს.


მომზადებულია msy.gov.ge-ს მიხედვით







.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული