ბუმ ტტუ ააფეთქა

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძის "ტარტუ როკმა" ესტონეთის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერია ტტუ-სთან სარკისებური მოგებით გახსნა - 76:67.

ამ გამარჯვებაში ცინცაძეს ლომის წილი მიუძღოდა: საწყისი 30 წუთის განმავლობაში თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, მესამე პერიოდის ბოლოსა და მეოთხის დასაწყისში კი ბუს (ცინცაძის მეტსახელი) ეფექტური გარჯის შედეგად "როკი" სათამაშო ინიციატივას დაეუფლა, სხვაობა 10 ქულამდე გაზარდა და...

გიორგის მონაგარი ასეთი იყო: 23 წუთი, 16 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი, 5 ჩაჭრა. მან 4 ფოლი მიიღო და ამდენივე შეცდომა დაუშვა, თუმცა დადებითმა უარყოფითი აშკარად გადაფარა და მარგი ქმედების კოეფიციენტმა
16-ს უწია. ცინცაძეზე მაღალი მქკ მხოლოდ "როკის" ფორვარდ ეზიუკვუს ჰქონდა - 25 (16 ქულა, 7 მოხსნა, 4 დაფარება).

სერიის მეორე მატჩი 22 აპრილს ტტუ-ს მოედანზე გაიმართება.






.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული