გიორგი შერმადინს 4 ქულა დააკლდა

AutoSharing Option
გუშინ ღამით, გიორგი შერმადინს 4 ქულისთვის ამდენივე რომ მიემატებინა, აქ ომახიანად ვიტყოდით - "ოლიმპიამ" 2002 წლის შემდეგ ადრიატიკის ლიგა მეორედ მოიგოო. ...მაგრამ სლოვენიელებს ფინალში "პარტიზანის" დასამარცხებლად სულ ცოტა დააკლდათ - 74:77 დათმეს.

გიორგიმ მეოთხე პერიოდი ოთხი ჯარიმით ჩაამთავრა და მეტოქე ცენტრებს კარგადაც გაუმკლავდა, მაგრამ "ოლიმპიელებმა" ვერაფერი მოუხერხეს უკანახაზელ ლუის ჯერელს, რომელმაც 20 ქულა ჩააგდო.

შერმადინის სტატისტიკა ასეთი იყო: 21 წუთი, 4 ქულა, 4 მოხსნა, 4 ფოლი (მასზე 5-ჯერ დაჯარიმდნენ), 1 პასი, 3 შეცდომა. მან 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2
საჯარიმო ჩააგდო. ერთი შეტევა მეტად ეფექტური გამოვიდა - სამქულიანის რკალიდან საჯარიმოში შეიჭრა და ლამაზად ჩატენა.

ვლადიმერ ბოისამ 17 წუთი ითამაშა და ძირითადად დაცვითი ფუნქციებით იყო დაკავებული, ქულა არ ჩაუგდია.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული