ბოლო მატჩებში საქართველოს ნაკრების წევრებს სათამაშო დრო შეუმცირდათ. ხან ერთი, ხანაც მეორე კი იწყებს ხუთეულში, თუმცა მოედანზე არც შერმადინი და არც ბოისა 15 წუთზე მეტს აღარ ატარებენ. ამჯერად ხუთეულში გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც მოდენაზე 12:44 წუთი გაატარა და 5 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა
ბოისამ შერმადინზე ოდნავ ნაკლები დროით - 11:30 წუთი ითამაშა და მასპინძელთა კალათში 5 სროლიდან 2 ორქულიანი ჩააგდო. ვოვამ თამაში 4 ქულით, 3 მოხსნითა და 3 პასით დაასრულა.
ამ გამარჯვებამ "ოლიმპია" ცხრილში ვერ დააწინაურა, რაკი ლიდერმა "კრკამ" და "ჰელიოსმაც" გაიმარჯვეს. "ოლიმპია" კი 5 მოგებითა და 3 წაგებით მე-3 ადგილზე რჩება.
gbf.ge