შენგელიამ კასტელსი დაამარცხა

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატში მორიგი მატჩი მოიგო თორნიკე შენგელიას "პეპინსტერმა" - "ანტვერპენი" 82:71 დაამარცხა.

საწყისი ორი მეოთხედი სტუმარმა ანტვერპენელებმა ერთნაირი ანგარიშით, 19:18 მოიგეს. თუმცა მეორე ტაიმში "პეპინსტერმა" მცირე უპირატესობა მოიპოვა და საფინალო სირენამდე სხვაობა 11 ქულამდე გაზარდა.

თორნიკე მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, 8 წუთში 2 ქულა და თითო პასი-ჩაჭრა მიითვალა. გამარჯვებულთა შორის საუკეთესო იყო რაშუან ფრიმენი, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა - 18 ქულა, 11 მოხსნა.

"ანტვერპენს" ბელგიის ნაკრების თავკაცი ედი კასტელსი წვრთნ
ის, ხოლო გამთამაშებლის პოზიციაზე ნაკრების უკანახაზელი როელ მოორსია. "ანტვერპენის" ბომბარდირიც სწორედ ის გახდა - 19 ქულა.

ამ მოგებით "პეპინსტერმა" მორიგი ნაბიჯი გადადგა პლეი ოფისკენ. მომდევნო ეტაპზე საუკეთესო ექვსეული გადის. სადღეისოდ "პეპინსტერი" სწორედ მეექვსე ადგილზეა, 10 მოგება და 17 წაგება აქვს. მეშვიდეა "ლუვენი", რომელმაც ერთით მეტი მატჩის ჩატარება მოასწრო და 18 წაგება უწერია.

30 აპრილს შენგელიას გუნდი მესამეადგილოსან "მონსს" ეწვევა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული