ჯონ ჰოლინგერის პუბლიკაციას ასე ჰქვია: "ლოკალური წარმატება: ქორებმა ჰოვარდი მოინადირეს".
"ატლანტელთა კონფერენციის ნახევარფინალში გასვლას დიდი სიხარული მოჰყვა. ყველა მღეროდა, ეკრანზე კროუფორდის დიდებული ტყორცნები ერთანეთს ენაცვლებოდა, გაიმეორეს ჯოშ სმიტის მოგებისმომტანი დაფარება...
"ატლანტას" გასახდელში კი წყნარად ისხდნენ და ერთმანეთში საუბრობდნენ ზაზა ფაჩულია და ჯეისონ კოლინზი. ამ ორმა კალათბურთელმა ექვს მატჩში თამაშიდან ექვსი ქულა ჩააგდო. მაგრამ ციფრებმა არ შეგაცდინოთ: ზაზასა და ჯეისონის
- წლების განმავლობაში მიწევდა შაკილ ონილისა და ტიმ დანაკნის მეურვეობა. ახლა დუაით ჰოვარდია NBA-ს საუკეთესო ცენტრი... - თქვა 38 წლის კოლინზმა.
შედარებით ახალგაზრდა, 27 წლის ზაზა ფაჩულიასაც მარტოს უწევდა ჰოვარდის მეურვეობა და დაკისრებულ ფუნქციას თავს კარგად ართმევდა.
"გახარებული ვარ! დიდებული გრძნობაა, - განაგრძობს ზაზა, - ჰოვარდის მეურვეობა ძალიან ძნელია. იგი ათლეტურია, ძლიერი და დამაგვირგვინებელ ფაზაშიც კარგად გამოიყურება. ყოველთვის ვცდილობდით, მისთვის სივრცე შეგვეზღუდა, 10-15 ქულაზე მეტის ჩაგდების უფლება არ მიგვეცა, მაგრამ ვერ ვახერხებდით. მოხარული ვარ, საბოლოოდ ჰოვარდის გაწბილება მაინც მოვახერხეთ."