პირველი "კალევისაა"

AutoSharing Option
თუ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში რეგულარული ჩემპიონატი არ დასრულებულა, ესტონეთში უკვე ფინალური სერია გაიხსნა. როგორც ყოველთვის, ამჯერედაც "ტარტუ როკი" და "კალევი" ეცილებიან ერთმანეთს ჩემპიონობას.

რეგულარულის ბოლო მატჩში კალეველებმა "როკერები" დაამარცხეს და ფინალურ სერიაში მოედნის უპირატესობა დაიბევეს. ასე რომ, პირველი მატჩი, გუშინ ტალინში გაიმართა. ვინც თანაბარ თამაშს ელოდა იმედები მხოლოდ პირველ ტაიმში გაუმართლდა - "კალევმა" საწყისი 20 წუთი 37:31 მოიგო, ხოლო მეორე ნახევარში "როკს" 20 ქულაზე მეტი არ ჩააგდებინა. 75:51 ტალინელთა სასარგებლოდ.

სხვებთან ერთად სროლის სიზუსტით ვერც "როკერთა" ქართველი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე
გამოირჩა: 3 სამქულიანი, 2 ორქულიანი ისროლა და მატჩი უქულოდ დაასრულა. თუმცა, მწვრთნელი ბოლომდე ენდო, 31 წუთი ათამაშა. გიორგიმ მონაგარში 6-6 მოხსნა-პასი ჩაიწერა. "როკიდან" ყველაზე მეტი, 13 ქულა კალისტას ეზიუკვუმ ჩააგდო.

მომდევნო მატჩი ისევ ტალინში 7 მაისს გაიმართება. ფინალური სერია ოთხ მოგებამდეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული