შერმადინის 17 ქულა 15 წუთში

AutoSharing Option
სლოვენიის ჩემპიონატში "ოლიმპიას" "ჰელიოსის" დამარცხებაში დიდი დახმარება გაუწიეს გიორგი შერმადინმა და ვლადიმერ ბოისამ. მათი მონაგარის გაცნობის შემდეგ ამაში თავადაც დარწმუნდებით.

გიორგის სტატისტიკა ასეთი იყო: 15 წუთში 17 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება. მან 8-დან 6 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. იგი მატჩის ბომბარდირიც გახდა და ყველაზე სასარგებლო კალათბურთელიც - მარგი ქმედების კოეფიციენტმა 21 შეადგინა.

ვლადიმერ ბოისამ 14 წუთში, 10 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. დაგვეთანხმებით, ესეც ეფექტური მონაგარია.

"ოლიმპიას"
კი "ჰელიოსის" ძლევა არ გასჭირვებია - 96:66.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული