ქართველი NBA-ს დრაფტზე: თორნიკე შენგელია

AutoSharing Option
ამერიკულ ვებ-ვერდებზე გამოქვეყნდა იმ მოთამაშეთა სია, რომლებმაც NBA-ს წლევანდელ დრაფტზე განაცხადი შეიტანეს. სია გაფართოვებულია და მასში 89 კალათბურთელია, რომელთა შორისაც ერთი ქართველია: საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური "პეპინსტერის" 19 წლის ფორვარდი თორნიკე შენგელია.

ცხადია, 89 კალათბურთელი დრაფტის დღეს (23 ივნისს) სიაში არ იქნება. ახალგაზრდებს 13 ივნისის დღის 4 საათამდე უფლება აქვთ, საკუთარი გვარი სიიდან ამოიღონ. სწორედ ასე მოიქცა 2 წლის წინ გიორგი შერმადინი, რომელმაც დრაფტზე მონაწილეობის მსურველთა სიიდან საკუთარი გვარი დედლაინის ბოლო დღეს ამოშალა.

დრაფტზე დადგომა 22 წლამდეა შესაძლებელი. პერსპექტიული
მოთამაშეები NBA-ს გუნდების გამოცხადებულ სპეციალურ ვარჯიშებზე დადიან, კლუბებს თავს აწონებენ და თუკი გარანტიას მიიღებენ რომელიმე გუნდისგან, იმ შემთხვევაში დგებიან დრაფტზე. თუკი მოთამაშე ძალიან ნიჭიერია, მას არსად სიარული არ სჭირდება. ასეთს ისედაც გარანტირებული აქვს დრაფტზე წარმატება.


***
აქვე ბელგიის ჩემპიონატში შენგელიას გუნდის მორიგი თამაშის შესახებ მოგახსენებთ. "პეპინსტერმა" "ოოსტენდესთან" შინ 70:81 დათმო. ქართველმა ფორვარდმა 7 წუთი ითამაშა და ერთი დაფარება მიითვალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული