"ჩიკაგო"-"ატლანტა" გათანაბრდა

AutoSharing Option
მატჩის წინ ჩიკაგოელ დერეკ როუზს NBA-ის წლევანდელი სეზონის MVP-ის ჯილდო გადასცეს. 22 წლის როუზი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელად შევიდა, ვისაც ეს ტიტული მოუპოვებია. "ატლანტასთან" მატჩში კი დაამტკიცა, რომ საუკეთესოდ ტყუილად არ დაუსახელებიათ - გამარჯვებაში 25 ქულიანი და 10-პასიანი წვლილი შეიტანა.

მესამე პერიოდის დასაწყისში "ჩიკაგომ" 13-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა (50:37), თუმცა ჯონსონი-ტიგი-სმიტის ტრიომ მეოთხე რაუნდის წინ ჩამორჩენა 7 ქულამდე დაიყვანა. როგორც წესი, "ატლანტას" მწვრთნელი ზაზა ფაჩულიას მოედანზე მესამე პერიოდის ბოლოს აბრუნებს, თუმცა ამჯერად მეორე ტაიმში ქართველი საერთოდ არ გამოუყვანია.

"ჩიკაგომ" მატჩი გამარჯვებამდე
მაინც მიიყვანა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 1:1. ცხადია ეს მოგება მასპინძელთა დამსახურებაცაა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ სამქულიანებით გამორჩეულმა "ატლანტამ" 48 წუთში მხოლოდ 13 სამიანი ისროლა და 3 ჩააგდო.

სერიის მესამე შეხვედრა 6 მაისს ატლანტაშია.

ჩიკაგო-ატლანტა 86:73
ზაზა ფაჩულია: 08:00 წუთი, 0 ქულა (1-დან 0 ორქულიანი), 2 მოხსნა, 1 ფოლი, 1 შეცდომა

ქრონოლოგია
I პერიოდი
03:00 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა
00:48 ფოლი: 1
00:36 ორქულიანი: არაზუსტი
II პაროდი
10:23 მოხსნა: შეტ-0, დაც-1
07:22 მოხსნა: შეტ-1, დაც-1
07:04 შეცდომა: 1
07:00 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული