"ჩიკაგომ" ატლანტაშიც მოიგო

AutoSharing Option
"ატლანტამ" "ჩიკაგოსთან" შინ წააგო და მეტოქეს სერიაში 2:1 დაწინაურების უფლება მისცა. ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელები პირველივე მეოთხედში ჩამორჩნენ დერეკ როუზის "ჩიკაგოს" და მატჩი ისე დასრულდა, რომ "ჰოქსს" თამაშის გადარჩენის მცირე შანსიც არ მისცემია. 99:82 - "ბულზის" სასარგებლოდ.

"ხარების" გამარჯვების მთავარი მიზეზი მათი N1 დერეკ როუზი იყო, რომელმაც 44 ქულა ჩააგდო, რაც მისი საპლეიოფო რეკორდია. "ატლანტას" წაგების მეორე მიზეზად "ჰოქსის" მწვრთნელმა ლარი დრიუმ ფარქვეშ არადამაჯერებელი თამაში დაასახელა - ჩვენი მაღლები მოწოდების სიმაღლეზე ვერ იყვნენო. "ჩიკაგომ" მოხსნებში 47:34 იმარჯვა.

არც პერიმეტრის მოთამაშეებს გამოუდიათ
თავი - წაგების მესამე მიზეზი სწორედ ეს უნდა ყოფილიყო. თავად განსაჯეთ: სამქულიანების ოსტატმა ტანდაბალმა ჯორჯიელებმა "ჩიკაგოს" კალათში მხოლოდ ერთი სამქულიანი მოათავსეს. რაც, მათი სუსტი თამაშის პარალელურად სტუმართა დაცვის ბრალიც იყო.

აღმოსავლეთის კონფერენციის ნახევარფინალური სერიის მეოთხე მატჩი ატლანტაში დღეს გამთენიისას გაიმართებოდა.

ატლანტა-ჩიკაგო 82:99
ზაზა ფაჩულია: 09:03 წუთი, 1 ქულა (2-დან 1 საჯარიმო), 1 მოხსნა, 4 ფოლი, 1 შეცდომა

ქრონოლოგია
I პერიოდი
02:40 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა
01:31 ფოლი: 1
01:07 ფოლი: 2
01:07 შეცდომა: 1
00:24 საჯარიმოები: 2/1 (1ქ, 23:29)
II პაროდი
11:04 კოლინზმა ზაზა შეცვალა
III პერიოდი
02:24 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა
00:00 მოხსნა: შეტ-0, დაც-1
IV პერიოდი
10:36 ფოლი: 3
09:53 ფოლი: 4
08:57 სმიტმა ზაზა შეცვალა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული