სტუმრად ვერ ივარგა, შინ?

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძის "ტარტუ როკმა" ესტონეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში მეორე მატჩიც წააგო და ოქროს მოპოვების შანსი საგრძნობლად შეიმცირა.

თუმცა, "კალევთან" 0:2 ჩამორჩენის მიუხედავად "როკს" შანსი მაინც აქვს, რადგან ესტონეთის ჩემპიონატის ფინალური სერია 4 მოგებამდეა. მომდევნო ორი შეხვედრა ტარტუში გაიმართება. თუ "როკერებს" ჩემპიონობაზე საფუძვლიანი პრეტენზია აქვთ, "კალევი" ტალინში გამარჯვებით ერთხელაც არ უნდა გაუშვან.

ახლა რაც შეეხება სერიის მეორე შეხვედრას, რომელიც "კალევის" მოედანზე გაიმართა. დაცვით თამაშში ყველაფერი ბოლო პერიოდში გაირკვა, რომელიც ტალინელებმა 19:8 მოიგეს. "ტარტუ როკის" რიგებში 10 ქულას მხოლოდ კალისტას ეზიუკვუმ მიაღწია
- 10 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა. გიორგი ცინცაძე სასტარტო იყო, 19 წუთში 3 ქულას, 4 მოხსნას, 2 პასსა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. მის პასივში 4 შეცდომა და 3 ფოლია.

მესამე მატჩი ტარტუში 10 მაისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული