გიორგი შერმადინი: არ ვიცი, რა გვემართება

AutoSharing Option
გიორგი შერმადინისა და ვლადიმერ ბოისას "ოლიმპია" ევროლიგაზე "ბარსელონასა" და სხვა გრანდებს ტოლს არ უდებდა, სლოვენიის ჩემპიონატში კი უკვე მეოთხედ წააგო. ამჯერად მეშვიდე ადგილზე მყოფ "მარიბორთან" - 72:80.

შიდა ასპარეზზე წარუმატებელი გამოსვლის გამო მთავრი მწვრთნელის პოსტი დატოვა იურე ჟდოვჩმა, რომლის ადგილი მირო ალილოვიჩმა დაიკავა.

- ალილოვიჩი კარგი მწვრთნელია, თითქოს ყველაფერს კარგად აკეთებს, მაგრამ მაინც ვერ ვახერხებთ საკუთარი თამაშის პოვნას. არ ვიცი, რა გვემართება, გუნდს ჩავარდნა აქვს, - გვითხრა გიორგი შერმადინმა.

მან "მარიბორთან" 11 წუთი ითამაშა და უშეცდომოდ ისროლა:
2-დან 2 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 6 ქულას 5 მოხსნა წაუმატა.

ვლადიმერ ბოისა სასტარტო ხუთეულში იყო. მანაც მოედანზე 11 წუთი დაჰყო, 2 ქულა და თითო მოხსნა-პასი მოაგროვა. ოლიმპიელთაგან დამირ მარკოტა გამოირჩა - 20 ქულა, 10 მოხსნა.

მომდევნო ტურში, 11 მაისს "ოლიმპია" "სლოვანს" მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული