"როკი" განელდა

AutoSharing Option
ესტონეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში ფიასკოს წინაშეა "ტარტუ როკი", რომელმაც "კალევთან" მესამე მატჩიც წააგო. სერიაში, რომელიც ოთხ მოგებამდეა, ტალინელები 3:0 დაწინაურდნენ და ჩემპიონობამდე ერთი გამარჯვებაღა აშორებთ.

მესამე შეხვედრა ტარტუში გაიმართა და "კალევის" ათქულიანი უპირატესობით დასრულდა - 77:67. "როკის" მწვრთნელმა ინდრიკ ვესპაანუმ გიორგი ცინცაძე სასტარტო ხუთეულში არ შეიყვანა, 22 წუთი ათამაშა. ქართველმა პლეიმეიქერმა 6 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა, 5 ორქულიანი და 2 საჯარიმო ისროლა, რომელთაგან 2-2 ჩააგდო.

სერიის მეოთხე შეხვედრა 14 მაისს "როკის" მოედანზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული