გიორგი შერმადინი "სლოვანთან" ასპროცენტიანია

AutoSharing Option
სლოვენიის ჩემპიონატის მორიგ ტურში გამარჯვება იზეიმა ლიუბლიანის "ოლიმპიამ". გიორგი შერმადინისა და ვლადიმერ ბოისას გუნდი "სლოვანთან" პირველ წრეში 1 ქულით დამარცხდა, ახლა კი თანაქალაქელებზე შური იძია. ოლიმპიელებმა "სლოვანი" 70:45 გაანადგურეს.

საქართველოს ნაკრების წევრებმა ამ შეხვედრაში ართცუ დიდ ხანს ითამაშეს. ხუთეულში არც ერთი არ გახლდათ. შერმადინმა მოედანზე 8,44 წუთი გაატარა და 8 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. გიორგიმ ოთხიდან ოთხივე ორქულიანი ჩააგდო.

ვლადიმერ ბოისა მოედანზე 16 წუთზე ოდნავ მეტ ხანს იმყოფებოდა. მან "სლოვანის" ფარს თამაშიდან მხოლოდ ერთხელ, ისიც
უშედეგოდ შეუტია, ხოლო 2 საჯარიმოდან 1 ჩააგდო. ბოისას ანგარიშზე ასევე 1 მოხსნა და 1 პასია.

"ოლიმპიას" 7 მოგების წილ 4 მარცხი აქვს. ანალოგიური შედეგი გააჩნიათ "ზლატოროგსა" და "ჰელიოსს", თუმცა ამ გუნდებს ლიუბლიანელები ბურთების უკეთესი შეფარდებით ჯობნიან და მეორე ადგილზე იმყოფებიან. პირველზე კი 11 ტურში ჯერაც დაუმარცხებელი "კრკაა".

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული