ხელმოცარული "პეპინსტერი"

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის პლეი ოფში თამაში კარგი შანსი ჰქონდა თორნიკე შენგელიას "პეპინსტერს". ამისთვის საჭირო იყო თანაბარძალოვანი "ლუვენი" შინ მინიმუმ ორი ქულის სხვაობით დაემარცხებინა.

თუმცა ადგილობრივი ქომაგის თვალწინ "პეპინსტერმა" ბოლო წუთებზე დათმო "ლუვენთან" (67:71) და სეზონიც ნაადრევად დაასრულა.

თანაგუნდელები ვერც ახალგაზრდა ქართველმა ფორვარდმა იხსნა - შენგელიამ 14 წუთში 3-3 ქულა-მოხსნა-ფოლი-შეცდომა ჩაიწერა.

რეგულარული ეტაპი "პეპინსტერმა" მე-7 ადგილზე ჩაამთავრა (11 მოგება, 21 მარცხი), ხოლო მეექვსეადგილოსანმა "ლუვენმა" 13 მატჩი მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული