ვერცხლის ბუ

AutoSharing Option
ესტონეთის ჩემპიონატის ფინალური სერია სუსტად ჩაატარა გიორგი ცინცაძის "ტარტუ როკმა", რომელმაც 0:4 წააგო "კალევთან".

იყო სერიაში ანგარიშის დასველების შანსი - მეოთხე შეხვედრაში "როკმა" ძირითადი დრო 77:77 დაასრულა, თუმცა საკუთარი პუბლიკის წინაშე მაინც ვერ მოახერხა "კალევის" საბოლოოდ გატეხვა. შეხვედრა ტალინელებმა 89:86 მოიგეს.

"როკისა" და საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ სეზონი მსუყე მონაგარით დაასრულა. მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, თუმცა მოედანზე 32 წუთი გაატარა, 13 ქულა, 3-3 მოხსნა-ჩაჭრა და 7 პასი მიითვალა. ბუმ (ცინცაძის მეტსახელი) მაღალი პროცენტული სიზუსტით ისროლა: 6-დან 3 ორქულიანი,
1-დან 1 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო. "როკის" ბომბარდირი 20 ქულით სოკი გახდა.

ასე და ამგრად, ცინცაძემ თავის ტიტულებს ესტონური ვერცხლი შემატა. შეგახსენებთ, რომ იგი "როკერებთან" ერთად ესტონეთის ჩემპიონი ორჯერ გახდა - 2007 და 2008 წლებში, ხოლო 2009-ში და წლეულს ვერცხლს დასჯერდა.

წლევანდელ სეზონში გიორგი ესტონეთის ჩემპიონატის 33 მატჩში საშუალოდ 20 წუთში 7.8 ქულას, 3.2 მოხსნას, 3.2 პასსა და 1.8 ჩაჭრას აგროვებდა. 2008-09 წლების სეზონში, როცა ესტონეთის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა ბუს მონაგარი ასეთი იყო: 30 მატჩი, 27.6 წუთი, 10.5 ქულა, 4.2 პასი, 3.5 მოხსნა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული