ცქიტიშვილიც სანიკიძესთან, ბოლონიაში...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ნიკა ცქიტიშვილმა სეზონი მარტის ბოლოს დაასრულა - ესპანურ "ლაგუნ აროსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თქვა - სეზონის ბოლომდე არსად ვითამაშებ, დავისვენებო. იგი ამჟამად თბილისშია და ინდივიდუალურად ემზადება.

ორიოდე კვირის წინ ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ სკიტას დარბაზში მივაკითხეთ და ინტერვიუც შემოგთავაზეთ, რომლის ბოლოს რესპონდენტმა აღნიშნა:

- მენეჯერმა მითხრა, კარგი ამბები მაქვსო, მაგრამ არ დაუკონკრეტებია რომელ კლუბზეა ლაპარაკი.

რადგან 2010-11 წლების სეზონი ჯერ არ დასრულებულა, ტრანსფერზე ლაპარაკიც ადრეა. თუმცა ქართველი ფორვარდით დაინტერესებული გუნდების დასახელებას წინ არაფერი უდგას.

ჰოდა, ვაკონკრეტებთ: ბოლონიის "ვირტუსი",
გუნდი სადაც ვიქტორ სანიკიძე თამაშობს. გუშინ "ვირტუსის" საპლეიოფო შანსებზე ფან-კლუბის ერთ-ერთ წევრს ვესაუბრე. სწორედ მან მითხრა - როგორც გავიგე, გაისად სანიკიძის გარდა "ვირტუსში" კიდევ ერთი ქართველის, ნიკოლოზ ცქიტიშვილის დამატება სურთო. იტალიელს სკიტას შესახებ ესპანური ამბებიც დაწვრილებით სცოდნია...

"ვირტუსი" ურიგო ვარიანტი ნამდვილად არ არის, მაგრამ ბევრი რამაა საკითხავი. ჯერ ისიც არ გარკვეულა, დარჩება თუ არა სანიკიძე "ვირტუსში", რომელთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული