მანუს ტყორცნით იტალია დასრულდა

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო "მონტეპასკიმ" იტალიის ჩემპიონატი მოიგო - "კანტუს" ფინალურ სერიაში 4:1 სძლია. მართალია, ანგარიში 4:1 ერთი შეხედვით დიდ უპირატესობაზე მიუთითებს, მაგრამ რეალურად კანტუელებმა ფავორიტებს ყველა მატჩში ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს: ბოლო შეხვედრა 2 ქულის სხვაობით დათმეს (61:63), ბოლოსწინა - ოთხი ქულის სხვაობით (65:69), იმის წინ კი 80:71 გაიმარჯვეს...

მანუჩარ მარკოიშვილი ფინალურ სერიას სათანადო კონდიციებში შეხვდა და საკვანძო ეპიზოდებში ლიდერის ფუნქციებსაც კისრულობდა. ასე იყო სიენაში გამართულ სერიის მეხუთე შეხვედრაშიც: საფინალო სირენამდე 10 წამი რჩებოდა, როცა მანუჩარმა ჯარიმის ტყორცნის უფლება მოიპოვა. იმ
დროისთვის "მონტეპასკი" სამი ქულის სხვაობით იგებდა. ამიტომ აუციელბელი იყო პირველი ჯარიმის ჩაგდება, მეორის აცილება, ოღონდ ბურთი კანტუელებს უნდა მოეხსნათ. მანუმ ყველაფერი გეგმიურად შეასრულა: პირველი ტყორცნა გამოიყენა, მეორე ააცილა და ფარიდან ასხლეტილ ბურთს თავადვე დაეუფლა. იგი მარცხენა ფლანგზე გავიდა, აიწია, ისროლა, მაგრამ ტყორცნამ მიზანს ვერ მიაღწია და ამით დასრულდა იტალიის ჩემპიონატი.

მარკოიშვილმა გამოცემა "ბასკეტნეტისგან" 6.5-ბალიანი შეფასება მიიღო: "იგი მხოლოდ გადამწყვეტ მომენტებში ისროდა, "კანტუს" ზონური დაცვის მთავარი ფიგურა იყო". ასე და ამგვარად, მანუმ მეხუთე ფინალში 21 წუთში 7 ქულა (3-დან 0 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.
კანტუელთა ბომბარდირობა ვლადიმირ მიკოვმა (17 ქულა) და მაიკ გრინმა (13) ითავეს. მასპინძლებს კი მალიკ ჰაირსტონი გაუძღვა - 13 ქულა.
მარკოიშვილი მიმდინარე სეზონში გამართულ 22 მატჩში საშუალოდ 20.4 წუთში 10.8 ქულას, 2 მოხსნასა და 1.2 პასს აგროვებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული