თორნიკე შენგელია: მე ვამაყობ ცსკა-თი!

AutoSharing Option
ევროლიგის ოთხთა ფინალში "მილანოსთან" დამარცხების (73:83) შემდეგ რუსული მედია თორნიკე შენგელიას კომენტარს აქვეყნებს:

"იმ პრობლემების გათვალისწინებით, რაც სეზონის განმავლობაში გადავიტანეთ, მე ვამაყობ ცსკა-თი, რომ ამ შედეგს მივაღწიეთ!

ჩვენ შევძელით გაერთიანება და ბოლომდე ბრძოლა შეხვედრაში, სადაც 21 ქულით ვაგებდით. ბოლომდე ვირწმუნეთ საკუთარი თავის და ეს არის ის, რისი სწავლაც ამ ოთხთა ფინალიდან შეიძლებოდა."

საკუთარი გუნდის მარცხის მიუხედავად, ქართველ კალათბურთელს მშვენიერი შეხვედრა ჰქონდა - 28:07 წუთში 18 ქულა (11-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი, 3-დან
3 საჯარიმო), 9 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა.

5 ივნისს ცსკა VTB ლიგის ფინალში ყაზანის "უნიკსთან" პირველ მატჩს გამართავს.

მომზადებულია tass-ის მიხედვით

altშენგელიას აგრესიული ჩატენვა შეხვედრის საუკეთესო მომენტად აღიარეს [VIDEO]

altშენგელიას გაბრწყინება "მილანოს" დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 2 /
სოსო ხარ პავლიაშვილი ფაქტიურად აზროვნებით მენტალობით შეხედულებებით
Smouk
11 ივნისი 2021 08:07
1
imitac amayob rusis saldati qartvelebs rom xocavda?
giorgi068
31 მაისი 2021 16:18
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული