ბომბა-ტრანსფერი: ფაჩულია "ბეშიქთაშში"

AutoSharing Option
ასეთი სათაურით გამოქვეყნდა მცირე ინფორმაცია ერთ-ერთ თურქულ საიტზე. თუმცა, აქვე უნდა დავამატოთ, რომ ჯერ ყველაფერი ისე არ არის, როგორც თურქები წერენ - ტრანსფერი არ შემდგარა, ზაზა ფაჩულიას "ბეშიქთაშში" თამაში ჯერ არ გადაწყვეტილა.

თუმცა სხვადასხვა გაზეთებზე დაყრდნობით იმას ვერ უარვყოფთ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანს "ბეშიქთაშთან" არანაირი ურთიერთობა აქვს. ევროპის მთავარი საკალათბურთო საიტის, "ევრობასკეტის" მტკიცებით, ფაჩულიასა და თურქული კლუბის წარმომადგენლები ძირითად საკითხებზე უკვე შეთანხმდნენ. 27 წლის ქართველი ცენტრი NBA-ში 2003 წლიდან თამაშობს. იგი იცავდა "ორლანდოსა" და "მილუოკის" ღირსებას, 2005 წლიდან კი "ატლანტაშია".
გასულ სეზონში ზაზა საშუალოდ 4.3 ქულასა და 4.3 მოხსნას აგროვებდა.

ფაჩულიასთვის თურქეთი უცხო არ არის: 1999-2003 წლებში იგი სტამბოლის "ულქერის" ღირსებას იცავდა და 2003-ში თურქეთის ჩემპიონატში ლეგიონერთა სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ზაზა ფაჩულია საქართველოს ნაკრების ღირსებას 2000 წლიდან იცავს. იგი გასულ წელს შესარჩევ ტურნირში 15.8 ქულას, 7.5 მოხსნასა და 1.8 პასს აგროვებდა.

თუკი უცხოელებს ვერწმუნებით, ზაზას თურქეთში გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამერიკაში მოასპარეზე კალათბურთელები ევროპისკენ მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიხედავენ, თუ NBA-ში ლოკაუტის გამო სეზონის დაწყება გადაიდება.

მკითხველს შევახსენებთ, რომ "ბეშიქთაშის" ხელმძღვანელობამ შარშან ალენ აივერსონი ჩამოიყვანა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, ალენმა კარიერა ამ კლუბში გააგრძელოს. სამაგიეროდ თურქები მოქმედი ვარსკვლავის, დერონ უილიამსის გადაბირებას ცდილობენ და ამ საქმეში წარმატებებიც აქვთ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ვნახოთ, რამდენად რეალურია უილიამსისა და ფაჩულიას ევროპაში დაბრუნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგ დაქვეითებაა... თანაც საზიზღარი დაქვეითება...
state
15:14 08-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული