"ლაგუნ აროს" მთავარი მწვრთნელის პაბლო ლასოს თქმით, პოლონელი მძიმე ფორვარდის მიხალ ინგერსკის გუნდში დარჩენა-არდარჩენის საკითხი გაურკვეველია. სწორედ ამიტომ, კლუბის უფროსობამ ნიკა ცქიტიშვილის დამატება განიზრახა. მწვრთნელს ქართველი ფორვარდისა ეიმედება და მასთან ერთად პლეი ოფში გასვლას აპირებს. შეგახსენებთ, რომ "ლაგუნ არო" გასულ
ცქიტიშვილი სანსებასტიანელთა წინა ხაზში დევიდ დაბლასს, ალბერტ მირალესსა და მოჰამედ კონეს შეუერთდა.
ესპანელი ჟურნალისტები "ფუენლაბრადას" ყოფილი მწვრთნელის, ლუის გუილის სიტყვებსაც იხსენებენ: "სკიტა უნივერსალური მოთამაშეა, მოხსნებისთვისაც იბრძვის და პერიმეტრიდანაც სახიფათოა."
ნიკამ ბოლო ორი სეზონი ესპანურ "ფუენლაბრადაში" გაატარა, თუმცა შუალედში (2009 წლის ოქტომბერში) ბერძნული "პანიონიოსის" მაისურა მოირგო. პირობების შეუსრულებლობის გამო ცქიტომ ნოემბერში საბერძნეთი დატოვა და მადრიდში გაეშურა. "ფუენლაბრადამდე" იგი ესპანეთის სამხრეთში თამაშობდა: 2006 წელს, NBA-დან დაბრუნების შემდეგ სევილიის "კახასოლში" ჩაირიცხა.
ბოლოს "ლაგუნ აროს" ისტორიასაც გადავხედოთ. გუნდი 1994 წელს შეიქმნა და ესპანეთის უმაღლესი ლიგის საგზური 2006 წელს მოიპოვა, თუმცა სადებიუტო სეზონში მე-18 ადგილი დაიკავა და ისევ "ლებ-ოქროში" დაქვეითდა. სანსებასტიანელები ზედა ლიგას 2008 წელს დაუბრუნდნენ, პირველ სეზონში მე-12 ადგილი დაიკავეს, ხოლო შარშან - მე-14. გუნდის მწვრთნელი 2010-11 წლების სეზონში პლეი ოფში თამაშს აპირებს...