ზაზა ფაჩულია: "ბეშიქთაშში" აღარ ვითამაშებ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია თურქულ "ბეშიქთაშში" გადასვლას რომ აპირებდა, ჩვენი გაზეთის მკითხველმა კარგად იცის. ზაზამ ინტერვიუშიც აღნიშნა - თურქეთში მანამ ვითამაშებ, ვიდრე NBA-ში ლოკაუტი დასრულდებაო. იქვე დასძინა - კონტრაქტი შეთანხმებულია და ხელს მალე მოვაწერო...

ახალი ინფორმაციით ხელმოწერა არ შედგება - ზაზა და "ბეშიქთაში" პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. ეს ამბავი ამერიკულ პრესაში ფაჩულიას "ტვიტერზე" დაყრდნობით გავრცელდა. აი, რა დაწერა ზაზამ საზოგადოებრივ ქსელში:

- "ბეშიქთაშში" ჩემი გადასვლის შესახებ ბევრი ლაპარაკობდა, საკითხი თითქმის მოგვარებული იყო, მაგრამ კონტრაქტი ვერ შედგა. ამის მიზეზი ისაა, რომ
პირობებზე ვერ შევთანხმდით. "ბეშიქთაშში" არ ვითამაშებ.

ამ სიტყვებიდან ყველაფერი ნათელია. თუმცა სადღეისოდ, ზაზას სხვა საფიქრალი აქვს, იგი საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ ემზადება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული