გიორგი შერმადინით იტალიური "კანტუ" დაინტერესდა

AutoSharing Option
გააგრძელებს თუ არა გიორგი შერმადინი კარიერას ბერძნულ "პანათინაიკოსში"? - ამ კითხვაზე პასუხი თავად მოთამაშესაც არა აქვს.

მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრების ცენტრმა გასული სეზონი "ოლიმპიაში", იჯარის წესით გაატარა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი მფლობელი "პანათინაიკოსი" შერმადინს იბრუნებდა.

სინამდვილეში კი ეს საკითხი ჯერაც გაურკვეველია. "ხვალ ჩავალ ათენში, შევხვდები "პანათინაიკოსის" ხელმძღვანელობას და გავიგებ, რა როგორ იქნება - განაცხადა შერმადინმა - არის რამდენიმე კლუბი, რომელსაც სურს ჩემი დამატება, მაგრამ სანამ ბოლომდე არ გაირკვევა ყველაფერი, წინასწარ ლაპარაკი არ მინდა".

"პანათინაიკოსმა" კი ამასობაში სერბეთში შეკრება მოილია,
რამდენიმე ამხანაგური მატჩიც გამართა და საბერძნეთში დაბრუნდა. დღეს კი ბერძნულ პრესაში შერმადინის ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. აი, რას წერს ბერძნული ინტერნეტ-გაზეთი gazeta.gr:

"იტალიური "კანტუ" ურთიერთობის გაწყვეტას აპირებს ბელარუს ცენტრ, 211-სანტიმერტიან არტიომ პარახუსკისთან და მის შემცვლელად გიორგი შერმადინი შეუგულებია. ქართველი ცენტრი ბერძნული "პანათინაიკოსის" საკუთრებაა. კონტრაქტს ვადა ერთ წელიწადში ეწურება, ხოლო ბოლო სეზონში შერმადინმა 550 ათასი ევრო უნდა აიღოს.

იტალიური კლუბი ამხელა თანხის გადამხდელი არ არის და მოლაპარაკებები იმაზე მიმდინარეობს, რომ კლუბები როგორმე პირობებზე შეთანხმდნენ".

ითამაშებს თუ არა შერმადინი "პანათინაიკოსში", ან რომელ კლუბში გააგრძელებს კარიერას, უახლოეს დღეებში გადაწყდება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული