"იტალიური "კანტუ" ურთიერთობის გაწყვეტას აპირებს ბელარუს ცენტრ, 211-სანტიმერტიან არტიომ პარახუსკისთან და მის შემცვლელად გიორგი შერმადინი შეუგულებია. ქართველი ცენტრი ბერძნული "პანათინაიკოსის" საკუთრებაა. კონტრაქტს ვადა ერთ წელიწადში ეწურება, ხოლო ბოლო სეზონში შერმადინმა 550 ათასი ევრო უნდა აიღოს. იტალიური კლუბი ესოდენ დიდი თანხის გადამხდელი არ არის და ცდილობს "პანათინაიკოსი" იჯარაზე დაითანხმოს."
გუშინ კიდევ ერთი საინტერესო ამბავი გავიგეთ: შერმადინის დამატება ლატვიის ჩემპიონ "ვეფ რიგასაც" სურს.
დაველოდოთ
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"