შერმადინის ვარიანტებს "ლაგუნ აროც" შეემატა

AutoSharing Option
ჩვენი გაზეთის გუშინდელ ნომერში ვწერდით, რომ გიორგი შერმადინი კარიერას ბერძნულ "პანათინაიკოსში" აღარ გააგრძელებს. ისიც გითხარით, რომ მისი გადაბირების სურვილს იტალიური "კანტუ" და ლატვიური "ვეფ რიგა" გამოთქვამენ.

გამოჩნდა კიდევ ერთი მსურველი - ესპანური "ლაგუნ არო". სან-სებასკტანის კლუბში გასულ სეზონში ნიკა ცქიტიშვილი თამაშობდა, თუმცა გუნდი ნაადრევად, მარტში დატოვა. "ლაგუნ არო" ახალ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს, რაც გიორგი შერმადინისთვის ურიგო პერსპექტივა ნამდვილად არ არის. თუმცა ვფიქრობთ, მისთვის უკეთესი იქნება იტალიურ "კანტუში" გადასვლა. საამისოდ არაერთი მიზეზი არსებობს.

დავიწყოთ იქიდან, რომ კანტუელთა ღირსებას
მესამე წელია იცავს მანუჩარ მარკოიშვილი, რომელიც გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა. იგი შედარებით ახალგაზრდა შერმადინს გუნდთან ადაპტაციას გაუადვილებს.

მეორე მიზეზი მთავარი მწვრთნელი ანდრეა ტრინჩიერია. ეს სპეციალისტი გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატის რეგულარული ეტაპის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. როგორც წესი, მის გუნდში თითოეული კალათბურთელი ბოლომდე იხსნება და ამიტომაც აღწევს შედეგს - გასულ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა. შერმადინსაც სწორედ ასეთი მწვრთნელი სჭირდება.

და მესამე მიზეზი, რატომაც უნდა გადავიდეს გიორგი "კანტუში" - ევროლიგაა. ტრინჩიერის გუნდი მომავალ სეზონში იტალიის პირველობის პარალელურად ევროლიგაზე იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები იქნებიან "ბილბაო" (ესპანეთი), "კახა ლაბორალი" (ესპანეთი), "ულქერი" (თურქეთი), "ნანსი" (საფრანგეთი) და "ოლიმპიაკოსი" (საბერძლეთი).

გიორგი შერმადინი ამჟამად ათენშია და "პანათინაიკოსთან" არკვევს ურთიერთობას. მისი ბედი უახლოეს დღეებში გადაწყდება, იტალიისა და ესპანეთის ჩემპიონატები ხომ ორ კვირაში, 9 ოქტომბერს დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული