მანუჩარ მარკოიშვილი ოთხით იწყებს

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის დაწყებამდე გუნდები გამალებით ემზადებიან ახალი სეზონისთვის. ევროპის ჩემპიონატზე მოთამაშე კალათბურთელები კლუბებს ცოტა დაგვიანებით შეუერთდნენ.

მათ შორის არიან საქართველოს ნაკრების წევრები. მანუჩარ მარკოიშვილი იტალიაში საქართველოდან 18 სექტემბერს ჩავიდა, "კანტუსთან" რამდენიმე ვარჯიშის ჩატარება მოასწრო და პირველ საკონტროლო მატჩშიც მიიღო მონაწილეობა.

"კანტუ" "ჩინლანდიას თასისთვის" მატჩში "მონფერატოს" დაუპირისპირდა. პირველი ტაიმი თანაბრად წარიმართა და "მონფერატოს" მინიმალური გამარჯვებით დასრულდა (30:29). მეორე ტაიმი მანუჩარ მარკოიშვილმა ორქულიანით გახსნა, "კანტუ" 31:30 დააწინაურა და მას მერე ლურჯ-თეთრებს ინიციატივა ხელიდან არ გაუშვიათ. საბოლოოდ 65:58 მანუს თანაგუნდელთა სასარგებლოდ.

ქართველმა უკანახაზელმა
მატჩი 4 ქულით დაასრულა, ყველაზე მეტი კი ურუგვაელმა ნიკოლა მაზარინომ ჩააგდო - 13. საყურადღებოა, რომ მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ კანტუელთა შარშანდელ ბომბარდირ ლეუნენსა და ახალწვეულ ბაზილეს.

"კანტუ" იტალიის ჩემპიონატის პირველ მატჩს კრემონას "ვანოლისთან" სტუმრად 9 ოქტომბერს ჩაატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული